მარკ შაგალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკ შაგალი
დაიბადა 24 ივნისი (6 ივლისი), 1887
დაბადების ადგილი ლიოზნა
გარდაიცვალა 28 მარტი, 1985(1985-03-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] (97 წლის)
გარდაცვალების ადგილი სენ-პოლ-დე-ვანსი[17]
ჟანრი ავანგარდიზმი, animal painting[17] , პეიზაჟი[17] , პორტრეტი[17] , რელიგიური ხელოვნება[17] , მხატვარი, სცენოგრაფი და პოეტი
საიტი https://www.marcchagall.com

მარკ შაგალი (რუს. Марк Шага́л; დაბადების სახელი და გვარი მოშე სეგალი, ბელარ. Мойша Захаравіч Шагалаў; დ. 7 ივლისი, 1887 — გ. 28 მარტი, 1985) — ბელარუსი-ებრაელი მხატვარი. 1937 წლიდან საფრანგეთის მოქალაქე. XX საუკუნის მხატვართა შორის მას ხშირად სიურრეალიზმის მიმდინარეობას უკავშირებენ, თუმცა მისი შემოქმედება ერთი რომელიმე ჟანრის ფარგლებს სცილდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ შაგალი დაიბადა ლიტველი ებრაელების ოჯახში ლიოზნაში[18], ქალაქ ვიტებსკის მახლობლად (ბელარუსი, რუსეთის იმპერია) 1887 წელს[19]. იმ დროისთვის ვიტებსკის მოსახლეობა 66 000 იყო, რომლის ნახევარს ებრაელები შეადგენდნენ[20].

შაგალი ოჯახის ცხრა შვილიდან ყველაზე უფროსი იყო. მისი გვარი შაგალი წარმოადგენს „სიგალის“ ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც უმეტესად ებრაული ოჯახების ლევიტურ ნაწილში იყო გავრცელებული[21]. მამამისი, ხაცკი (ზაქარი) შაგალი თევზით ვაჭრობდა, ხოლო დედა ფეიგე-იტე შინიდან ყიდდა სხვადასხვა სახის პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ მამაიმისი ძალიან ბევრს მუშაობდა, ოჯახს თავის გატანა მაინც უჭირდა, რამდენადაც ზაქარი შაგალის შემოსავალი თვეში საშუალოდ 20 რუბლს შეადგენდა (მაშინ, როცა რუსეთის იმპერიაში საშუალო ხელფასი 13 რუბლი იყო). მარკ შაგალმა თევზის მოტივი გამოიყენა კიდეც თავისი შემოქმედების მოგვიანო პერიოდში, რაზეც მისი ბიოგრაფები მიუთითებენ. ამის შესახებ მოგვიანო ჩანაწერებში მარკ შაგალი იხსენებს:

„ყოველდღე, ზამთარსა თუ ზაფხულს, დილის ექვს საათზე მამაჩემი ლოგინიდან დგებოდა და სინაგოგაში მიდიოდა, სადაც გარდაცვლილებისა და კიდევ სხვა ყოველდღიურ ლოცვას წარმოთქვამდა. უკან დაბრუნებული სამოვარს ადუღებდა, ჩაის დალევდა და სამუშაოზე წავიდოდა. ჯოჯოხეთურ, კატორღულ საქმეს ასრულებდა. და რატომ დავმალო მე ეს?  ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს მამაჩემის წვლილს... მაგიდაზე ყოველთვის იყო მრავლად კარაქი და ყველი. პატარა ბავშვს კარაქიანი პური, როგორც მარადიული სიმბოლო, ყოველთვის ხელებში მეჭირა[22].“

შაგალის ცხოვრების დიდი ნაწილი მისი ავტობიოგრაფიიდან „ჩემი ცხოვრება“ არის ცნობილი. მასში ავტორი განიხილავს ხასიდური იუდაიზმის გავლენას როგორც საკუთრივ მის მსოფლმხედველობაზე, ისე - მხატვრობაზე. 

ოჯახური გარემოცვა, მშობლიური სოფელი ვიტებსკი და ბიბლიური მოტივები მისი ნახატების მთავარი თემებია. თავის ტილოებში, მოზაიკაში ან თუნდაც თავისი დიზაინით შექმნილ ფანჯრებზე, თეატრის კულისებში იგი იყენებდა სომბოლოებს, რომლებიც მის შემოქმედებაში ხშირად მეორდებიან. მას ხშირად „მხატვარ-პოეტს“ უწოდებენ.

ვიტებსკის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის დროზე ვიტებსკს 50 000 მაცხოვრებელი ჰყავდა, რომელთაგან თითქმის ნახევარი ებრაელი იყო. 9 შვილიდან იგი ყველაზე უფროსი იყო. დედას ფაიგე-ილტა ერქვა, მამამისი ზახარი თევზის საწყობში მუშაობდა. რადგანაც იგი ხედერში ვიტებსკში დადიოდა, ამით საშუალება ეძლეოდა დამატებით ქალაქის ოფიციალურ სკოლაშიც ევლო, რაც ჩვეულებისამებრ ებრაელებისათვის აკრძალული იყო. ამისთვის რომ მიეღწია, შაგალის დედამ მასწავლებელი მოისყიდა. ამიტომ შაგალი ებრაულის ნაცვლად რუსულად ლაპარაკობდა, დადიოდა სიმღერისა და ვიოლინოს გაკვეთილებზე და ხატავდა. 1906 წელს შაგალმა სათემო სკოლა დაამთავრა და ამის შემდეგ მხატვარ იეჰუდა პენის ატელიეში მისი მოსწავლე გახდა. პენს პეტერბურგის აკადემიაში ჰქონდა განათლება მიღებული და პორტრეტებსა და საუკუნისთვის დამახასიათებელ ჟანრში ხატავდა. რამდენიმე თვის შემდგომ შაგალი სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრება. 1909 წელს იგი შეხვდა თავის მომავალ ცოლ ბელლა როზენფელდს.

პარიზული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ შაგალი, 1941 წ.

მეცენატ მაქს ვინავერის შემწეობით მიღებული მცირეოდენი სტიპენდიით 1910 წლის 10 სექტემბერს შაგალი მატარებლით მიემგზავრება პარიზში, სადაც მოგვიანებით ერთიანდება მონპარნასის საზოგადოებასთან. იგი იქ მცხოვრები რუსი ხელოვანების, როგორებიც იყვნენ მაგალითად ალექსეი ფონ იავლენსკი, ვასილი კანდინსკი და ჟაკ ლიპხიცი, დახმარებას იმედოვნებდა. მოპარნასეზე იგი დაუმეგობრდა გიიომ აპოლინერს, რობერ დელონეს, ფერნან ლეჟეს და სხვებს. „მხოლოდ სიშორემ, რომელიც პარიზსა და ჩემს მშობლიურ ქალაქს შორის არსებობს, შემაყოვნა, რომ მაშინვე უკან არ დავბრუნებულიყავი“, აღნიშნავდა მარკ შაგალი იმ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთან გამკლავებაც თავიდან გაუჭირდა. თუმცა, მოგვიანებით პარიზს თავის მეორე ვიტებსკსაც კი უწოდებდა.

შაგალმა თავდაპირველად შიშველი ფიგურების ხატვით დაიწყო, როგორებიცაა მაგალითად „ქალის მწოლიარე შიშველი ფიგურა“ (1910) და „წითელი შიშველი ფიგურა“ (1911). პერიოდულად დადიოდა კერძო აკადემიებში, რათა შიშველი ფიგურების ხატვა შეესწავლა. ამასთან, იგი დადიოდა ე.წ. „მოდერნისტ“ ანრი ლე ფოკონიესთან.

მაშინ მივხვდი, რომ პარიზში უნდა წავსულიყავი. ნიადაგი, რომელმაც ჩემი ხელოვნების ფესვები ასაზრდოა, ვიტებსკი იყო; მაგრამ ჩემს ხელოვნებას პარიზი ისევე ესაჭიროებოდა, როგორც ხეს წყალი. სხვა მიზეზი, რომ სამშობლო დამეტოვებინა, მე არ გამაჩნდა, და, ვფიქრობ, რომ ჩემს შემოქმედებაში მე მუდამ მისი ერთგული დავრჩი.“ – მარკ შაგალი[23]

1914 წელს ბრუნდება ვიტებსკში და ქორწინდება. 1917 წელს ხდება რუსეთის რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილე, რის მერეც ინიშნება ვიტებსკის რეგიონში კულტურის მინისტრად და აარსებს ხელოვნების სკოლას. იგი პოლიტიკურად ვერ შეეგუა მთავრობას და 1920 წელს მიემგზავრება მოსკოვში, შემდგომ 1923-ში კი — პარიზში, სადაც 1937 წელს ხდება საფრანგეთის მოქალაქე.

II მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდგომ 1941 წელს იგი გადასახლდა შეერთებულ შტატებში... 1944 წელს მისი ცოლი იღუპება განუკურნებელი სენით.. 1946 წელს შაგალი უბრუნდება ევროპას და 1949-ში მონაწილეობას იღებს ანტი-ფაშისტური ორგანიზაციის MRAP (Movement Against Racism and for Friendship between People) ჩამოყალიბებაში.. 1952 წელს ქორწინდება ვალენტინა ბროცკიზე.

1960 წელს ისრაელში, იერუსალიმში მოხატავს „ჰადასამ ენ კერემ ჰოსპიტალ“ სინაგოგის ფანჯრებს და 1966-ში იერუსალიმის პარლამენტის (იგივე ქნესეთის) კედელს... იგი გარდაიცვალა 1985 წელს, საფრანგეთში, სენტ-პოლ დე ვინსში 97 წლის ასაკში... თავის ნახატებში შაგალი ასახავდა ბელორუსიის ტრადიციულ ცხოვრებას და სხვადასხვა ბიბლიურ თემებს, რომლებიც ასახავდნენ მის იუდაისტურ წარმომავლობას.. მისი ნამუშევრები ერგება რამდენიმე მხატვრულ სტილს: ავანგარდი, კუბიზმი და ფოვიზმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Marc Chagall
  3. Marc ChagallOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. SNAC — 2010.
  5. Nationalencyklopedin — 1999.
  6. Find a Grave — 1996.
  7. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. Discogs — 2000.
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  10. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. Compton S. Chagall, Marc // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T015694
  12. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. Babelio — 2007.
  14. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. The Fine Art Archive — 2003.
  16. Munzinger Personen
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 RKDartists
  18. "Marcchagall.narod.ru". Marcchagall.narod.ru. Retrieved 15 March 2012.
  19. Binyāmîn Haršav, Marc Chagall, Barbara Harshav Marc Chagall and his times: a documentary narrative. Books.google.com.au. Retrieved 15 March 2012.
  20. Lewis, Michael J. "Whatever Happened to Marc Chagall?" Commentary, October 2008 pp. 36–37
  21. Segal.org". Segal.org. 22 May 2005. Retrieved 15 March 2012.
  22. Chagall, Marc. My Life, Orion Press (1960).
  23. Ingo F. Walther / Rainer Metzger: Marc Chagall 1887–1985. Malerei als Poesie; გვ. 16