შინაარსზე გადასვლა

ბიორნსტიერნე ბიორნსონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორვ. Bjørnstjerne Bjørnson
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1832(1832-12-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი კვიკნე, შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 26 აპრილი, 1910(1910-04-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[15]
დასაფლავებულია Vår Frelsers gravlund[16] [17]
საქმიანობა პოეტი[14] , დრამატურგი[14] , მწერალი[14] [18] , ჟურნალისტი, პროზაიკოსი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა ნორვეგია
ალმა-მატერი ოსლოს უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[19] [20]
მეუღლე კაროლინ ბიორნსონი
შვილ(ებ)ი ბერგლიოტ იბსენი, ბიორნ ბიორნსონი, ერლინგ ბიორნსონი, დაგნი ბიორნსონი, ეინარ ბიორნსონი და Anders Underdal[21]
ხელმოწერა

ბიორნსტიერნე მარტინუს ბიორნსონი (ნორვ. Bjørnstjerne Martinus Bjørnson'; დ. 8 დეკემბერი 1832, კვიკნე (ტინსეტი), ნორვეგია — გ. 26 აპრილი 1910, პარიზი, საფრანგეთი) — ნორვეგიელი მწერალი და პოეტი, ნორვეგიის ჰიმნის ტექსტის ავტორი. 1903 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი დიდებული და შთამბეჭდავი პოეზიისთვის, რომელიც შთაგონების სინორჩითა და სულის იშვიათი სისპეტაკით გამოირჩევა“.[22] ბიორნსონი ჰენრიკ იბსენთან ერთად სახელდება ოთხ საუკუთესო ნორვეგიელ მწერალს შორის.[23]

ბავშვობა და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბიორნსონების ფერმა კვინკეში (მხატვარი გერჰარდ მუნტე)

ბიორნსონი სოფელ კვინკეში, ქალაქ ტრონჰეიმიდან სამოცი მილის მოშორებით მწყემსის ოჯახში დაიბადა. საშუალო განათლება ქალაქ მოლდეში მიიღო. 17 წლის ასაკში უნივერსიტეტისთვის მოსამზადებლად ოსლოში, ჰელტბერგის ლათინურ სკოლაში სწავლობდა. იმავე სკოლაში მიიღო განათლება ჰენრიკ იბსენმა. 1952 წელს ბიორნსონი ოსლოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მალევე მან ჟურნალისტობა და დრამის კრიტიკოსობა დაიწყო.[24][25]

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბიორნსტიერნე ბიორნსონი 1908 წელს

ბიორნსონის ადრეული პერიოდის ნაწარმოებები დიდაქტიკური პათოსითაა განმსჭვალული. იგი ცდილობდა, რომ ნორვეგიის ისტორიული მიღწევებისა და თანამედროვე იდეალების მიმართ ნორვეგიელებში ეროვნული სიამაყე გაეძლიერებინა. ლიტერატურული მოღვაწეობის პირველი 15 წლის მანძილზე მისი შთაგონების ძირითადი წყარო ნორვეგიული სოფლის ცხოვრება იყო.[26]

პირველი რომანი „Synnøve Solbakken“ ბიორნსონმა 1957 წელს გამოაქვეყნა. მას მოჰყვა „Arne“ 1858 წელს და „En glad Gut“ 1860 წელს.[27] მისი ადრეული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია პოეტური ტრილოგია „Sigurd Slembe “, რომელიც 1862 წელს გამოაქვეყნა.[24][27]

1957-1959 წლებში ბიორნსონი ქალქ ბერგენის თეატრის მხატვრული დირექტორი იყო. 1858 წელს იგი მსახიობ კაროლინ რეიმერსზე დაქორწინდა.[26]

ბიორნსტიერნე ბიორნსონი ოჯახთან ერთად 1882 წელს

1860-1863 წლებში ბიორნსონმა ევროპაში იმოგზაურა. 1965 წლიდან იგი ოსლოს თეატრს ხელმძღვანელობდა,[28] სადაც მისი ცნობილი კომედია „De Nygifte“ (ახლად დაქორწინებულები) დაიდგა. 1866-1871 წლებში ბიორნსონი გაზეთ Norsk Folkebla-ის რედაქტორი იყო. 1970 წელს გამოქვეყნდა მისი „ლექსები და სიმღერები“ და ეპიკური პოემა „Arnljot Gelline“.[26]

ბიორნსონი აქტიურ დრამატურგიულ მოღვაწეობას ეწეოდა. აღსანიშნავია მისი 1977 წლის პიესა „In Kongen" (მეფე), რომელიც თანამედროვე სეცულარულ საზოგადოებაში ქრისტიანული იდეალების გაქრობის პროცესს ასახავს.[29] 1878 წელს მან დაწერა ისტორიული პიესა „Kaptejn Mansana“ იტალიის გაერთიანებაზე, სოციალური დრამა „Leonarda“ და სატირული პიესა „Det nye System“ (ახალი სისტემა) 1879 წელს. დიდი წარმატება ხვდა წილად მის 1889 წლის კომედიას „Geografi og Kærlighed“ (გეოგრაფია და სიყვარული).[23]

ბიორნსონის გვიანი პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რომანები „Det flager i byen og på havnen“ და „På Guds veje“. პირველ რომანში მწერალი ქრისტიანული სასწაულებისადმი რწმენას უპირისპირდება, ხოლო მეორე რომანი სოციალურ ცვლილებებზეა.[26]

1901-1906 წლებში ბიორნსონი იყო ნობელის ნორვეგიული კომიტეტის წევრი, რომელიც მშვიდობის დარგში ირჩევს ნობელიანტებს. 1903 წელს მწერალს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[22]

ბიორნსონი 1910 წლის 26 აპრილს პარიზში გარდაიცვალა.

  • Quiller-Couch, A.T. (1896). "Bjørnstjerne Bjørnson." In: Adventures in Criticism. London: Cassell & Company, pp. 346–354.
  • Schmiesing, Ann (2004). "The Christiania Theater and Norwegian Nationalism: Bjørnson's Defense of the 1856 Whistle Concerts in 'Pibernes Program'," Scandinavian Studies, Vol. 76, No. 3, pp. 317–340.
  • Willcox, Louise Collier (1910). "Bjornstjerne Bjornson," The North American Review, Vol. 192, No. 656, pp. 44–55.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Norsk biografisk leksikonKunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 Babelio — 2007.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 The Fine Art Archive — 2003.
  15. Deutsche Nationalbibliothek Record #118511459 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. http://www.begravdeioslo.no/maler/grav/grave_id/12290
  17. Find a Grave — 1996.
  18. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  19. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1903/
  20. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  21. Pas L. v. Genealogics — 2003.
  22. 22.0 22.1 nobel prize in literature 1903.
  23. 23.0 23.1 Grøndahl, Carl Henrik (1978). The Literary masters of Norway: with samples of their works. Tanum-Norli. ISBN 978-82-518-0727-2. 
  24. 24.0 24.1 Beyer, Edvard & Moi, Bernt Morten (2007). „Bjørnstjerne Martinius Bjørnson“. Store norske leksikon (Norwegian). Oslo: Kunnskapsforlaget. ციტირების თარიღი: 9 September 2009.
  25. Bjørnstjerne Bjørnson – The Nobel Prize in Literature 1903. The Nobel Foundation (From Nobel Lectures, Literature 1901–1967, Editor Horst Frenz, Elsevier Publishing Company, Amsterdam, 1969. This autobiography/biography was written at the time of the award and first published in the book series Les Prix Nobel. It was later edited and republished in Nobel Lectures.) (1903). ციტირების თარიღი: 6 September 2009.
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 Bjørnstjerne Martinius Bjørnson - Britannica.
  27. 27.0 27.1 „Björnstjerne Björnson“Project Gutenberg-ზე. A biographical essay, 1910, by William Morton Payne, a translator of various works by Bjørnson.
  28. Schmiesing, Ann (2002). „Bjørnson and the Inner Plot of 'A Midsummer Night's Dream'. Scandinavian Studies. 74 (4): 465. JSTOR 40920401.
  29. [https://www.nobelprize.org/prizes/literature/1903/bjornson/biographical/ Bjørnstjerne Bjørnson Biographical].