პოლ ვალერი
პოლ ვალერი | |
---|---|
ფრანგ. Paul Valéry | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1871[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
დაბადების ადგილი | სეტი[20] |
გარდაცვალების თარიღი | 20 ივლისი, 1945[21] [20] [1] [4] [5] [6] [7] [10] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[20] |
დასაფლავებულია | Cimetière Marin, Sète |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, პოეტი[17] , ჟურნალისტი, მწერალი, ესეისტი, პროფესორი[22] , ლიტერატურული კრიტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი[23] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი | კონდორსეს ლიცეუმი |
Magnum opus | Q115950265? |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი[24] , Louis Barthou Prize, პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, Goethe-Medaille für Kunst und Wissenschaft და state funeral |
მეუღლე | Jeannie Valéry |
შვილ(ებ)ი | Agathe Rouart-Valéry |
ხელმოწერა |
![]() |
პოლ ვალერი (ფრანგ. Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry; დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი — გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოლ ვალერი დაიბადა 1871 წლის 30 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ სეტში. მამამისი ფრანგი იყო, დედა კი იტალიელი. 1892 წლიდან დაუახლოვდა პარიზის ლიტერატურულ წრეებს, სადაც გაიცნო სტეფან მალარმე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის ინტელექტუალურ განვითარებაზე. პოლ ვალერის ლიტერატურული მოღვაწეობა 1889-90 წლებიდან დაიწყო, სიმბოლისტურ ჟურნალებში გამოქვეყნებული ლექსებით. მათ მოჰყვა „ლეონარდო დავინჩის მეთოდის შესავალი“ და „საღამო ბატონ ტესტთან“, მაგრამ 1900 წლიდან მოყოლებული თავს ანებებს ლიტერატურულ საქმიანობას და წლების მანძილზე კარჩაკეტილად ცხოვრობს აბსოლუტურ მდუმარებაში, რომელსაც 1917 წელს არღვევს „ნორჩი პარკას“-(მიჩნეული ვალერის ყველაზე მნიშვნელოვან პოემად) გამოქვეყნებით. ამ წიგნმა მას ჭეშმარიტი პოეტის სახელი მოუხვეჭა მეგობრებსა და პოეზიის მოტრფიალეთა შორის. 1920 წელს აქვეყნებს ”ოდებსა” და ლირიკულ პოემებს, რომელებიც შემდეგ გაერთიანდნენ კრებულში ”ხიბლლი”. ამას მოჰყვა დიალოგები: ”ევპალინოსი, ანუ ხუროთმოძღვარი” და ”სული და როკვა” (1923 წ.) ესეების ორი ტომი ”ნარევი-1” (1924 წ.) და ”ნარევი-2” (1930 წ.), აგრეთვე მრავალი მომცრო წიგნი და ლიტერატურულ-ფილოსოფიური ხასიათის ფრაგმენტები. 1925 წელს ვალერი არჩეულ იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად, სადაც დაიკავა ანატოლ ფრანსის ადგილი. პოლ ვალერი შედარებულია სპინოზასა და დეკარტთან, რადგან მათი ბიოგრაფიული მსგავსებანი თუ სულიერი სივრცე არაერთ წერტილში ავლენს მსგავსებას და ზოგან იკვეთება კიდეც. მას უწოდეს ”ახალი გოეთე”, სერჯო სოლომიმ მასზე დაწერა: ”თანამედროვეობის ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი ხმა მე ვალერისგან მესმის”. როდესაც რაინერ მარია რილკემ ვალერის ”ზღვის სასაფლაო” თარგმნა - აღნიშნა, რომ ჭეშმარიტად აღფრთოვანებული, როგორიც იგი ვალერის შემოქმედებითაა ძალზე იშვიათად თუ ყოფილა. რილკე: ”მე მგონია, თავისი ცხოვრების რომელიღაც ეპიზოდში ამ დიდმა პოეტმა დათრგუნა ყოველივე წარმავალი არსებითისა და მარადიულის გულისთვის, -იმდენად ნათელი ჩანს იქ, სადაც სხვები მხოლოდ სიცხადის ხარჯზე თუ აღწევენ სიღრმეს...” ასევე რილკემ აღნიშნა: ”თუ არა ვცდები, ის სწავლობდა მათემატიკას და იმდენად ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა ამ დარგში, რომ სხვა ფრანგ სწავლულებზე ადრე შეეძლო გაეგო და ჩამოეყალიბებინა აინშტაინის მნიშვნელობა”. მასთან მეგობრობდნენ: ანდრე ჟიდი, ანრი ბერგსონი და ალბერტ აინშტაინი, რომელთა დაჟინებითაც მან არაერთი სტატია გამოაქვეყნა. პოლ ვალერი გარდაიცვალა პარიზში 1945 წელს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- www.paulvalery.org
- Ressources sur Paul Valéry. დაარქივებული 2006-04-24 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Paul Ambroise Valery
- ↑ Ambroise Paul Toussaint Valery — ministère de la Culture.
- ↑ 4.0 4.1 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 SNAC — 2010.
- ↑ 7.0 7.1 IMSLP — 2006.
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ birth certificate
- ↑ 10.0 10.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 13.0 13.1 Austin L. J. Valéry, Paul // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4 — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T087655
- ↑ 14.0 14.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 15.0 15.1 GeneaStar
- ↑ 16.0 16.1 Roglo — 1997. — 8549233 ეგზ.
- ↑ 17.0 17.1 17.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 18.0 18.1 Paul Valery
- ↑ 19.0 19.1 Munzinger Personen
- ↑ 20.0 20.1 20.2 Валери Поль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ http://www2.culture.gouv.fr/public/mistral/leonore_fr?ACTION=RETROUVER&FIELD_1=Cnoms&VALUE_1=valery&FIELD_2=PRENOMS&VALUE_2=paul&FIELD_3=DATE%2dNSS&VALUE_3=&FIELD_4=LIEU%2dNSS&VALUE_4=&FIELD_5=Nom%20de%20jeune%20fille&VALUE_5=&FIELD_6=SEXE&VALUE_6=%20&FIELD_7=COTE&VALUE_7=&NUMBER=1&GRP=0&REQ=%28%28valery%29%20%3aNOM%2cNOM2%2cNOM%2dJF%2cNOM%2dMARI%2cSURNOM%2cNOTES%20%20ET%20%20%28%28paul%29%20%3aPRENOMS%20%29%29&USRNAME=nobody&USRPWD=4%24%2534P&SPEC=9&SYN=1&IMLY=&MAX1=1&MAX2=1&MAX3=100&DOM=All
- დაბადებული 30 ოქტომბერი
- დაბადებული 1871
- გარდაცვლილი 20 ივლისი
- გარდაცვლილი 1945
- ფრანგი მწერლები
- ფრანგი ფილოსოფოსები
- სიმბოლისტი მწერლები
- ფრანგი ჟურნალისტები
- ფრანგი პოეტები
- ეპისტემოლოგები
- XX საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსები
- საფრანგეთის აკადემიის წევრები
- ფრანგი მამაკაცი ესეისტები
- ფრანგი მამაკაცი პოეტები
- XX საუკუნის ფრანგი ესეისტები
- XX საუკუნის ფრანგი მამაკაცი მწერლები