შაროარღუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაროარღუნი

შაროარღუნი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე პირიქითი ქედი
42°34′04″ ჩ. გ. 45°29′25″ ა. გ. / 42.56778° ჩ. გ. 45.49028° ა. გ. / 42.56778; 45.49028
სათავის სიმაღლე 3050 მ
შესართავი არღუნი
43°01′25″ ჩ. გ. 45°42′57″ ა. გ. / 43.02361° ჩ. გ. 45.71583° ა. გ. / 43.02361; 45.71583
სიგრძე 86 კმ
აუზის ფართობი 1150 კმ²
შაროარღუნი — ჩეჩნეთი
შაროარღუნი
შაროარღუნი
— სათავე, — შესართავი
შაროარღუნი ვიკისაწყობში

შაროარღუნი (რუს. Шароаргун) — მდინარე რუსეთში, ჩეჩნეთში. წარმოადგენს მდინარე არღუნის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს პირიქითი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3050 მ სიმაღლეზე. სიგრძე — 86 კმ, აუზის ფართობი — 1150 კმ². საკმაოდ დიდი და სწრაფი მთის მდინარეა. შაროარღუნის სიგანე ადგილ-ადგილ 40 მეტრამდეა. მარჯვნიდან იერთებს რამდენიმე მთის მდინარეს. ქვემო დინებაში შაროარღუნსა და არღუნს ყოფს დარგენდუკის მთა, რომლის ფერდობები დაფარულია ტყით, ხოლო თხემი მთის მდელოებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]