ვამეყ III დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ვამეყ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვამეყ.
ვამეყ III
ოდიშის მთავარი
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1658
მმართ. დასასრული: 1661
წინამორბედი: ლიპარიტ III
მემკვიდრე: ლევან III
მეუღლე: ელენე გურიელი
შვილები: გიორგი, ბაგრატი
დინასტია: დადიანები


ვამეყ III დადიანიოდიშის მთავარი 1658-1660/1662, გიორგი ლიპარტიანის ძე. ლევან II დადიანის სიკვდილის (1657) შემდეგ ალექსანდრე III იმერთა მეფის დახმარებით ხელში ჩაიგდო ოდიშის სამთავრო ტახტი და დადიანის ტიტული. 1658 წელს ბანძასთან დაამარცხა თავისი მეტოქე ლიპარიტ III დადიანი. 1660 იმერეთის სამეფოში გაჩაღებულ შინაომში ჩაერია, დიდებულთა დახმარებით დაიპყრო სამეფოს დიდი ნაწილი და მეფის ტიტულიც მიიღო. მის წინააღმდეგ გაილაშქრა ქართლის მეფე ვახტანგ V-მ, მაგრამ საქმე მორიგებით დამთავრდა: ვახტანგ V-ს იმერეთის სამეფოს ზემო მხარე დარჩა, დანარჩენი ნაწილი — ვამეყ III დადიანს. ამ უკანასკნელს თავისი ასული ქართლის მეფის ძის არჩილისათვის უნდა მიეთხოვებინა. ამის შედეგად იმერეთის სამეფო არჩილის ხელში გადავიდოდა. ვამეყ III დადიანს კი იმერეთი თავისთვის უნდოდა. მან პირობა დაარღვია და თავისი ასული სხვას მიათხოვა. ამას ვახტანგ V-ის მეორე ლაშქრობა მოჰყვა. ვამეყ III დადიანს იმერეთისა და ოდიშის დიდებულთა დიდი ნაწილი განუდგა. მან ჯერ ოდიშს მიაშურა, მაგრამ როდესაც ოდიშის ციხესიმაგრეებიც ვახტანგ V-ის ლაშქარმა დაიპყრო, სვანეთში გაიქცა. მისი ოჯახი ქართლის ლაშქარმა ჩაიგდო ხელთ. ვახტანგ V-მ ოდიშში ლევან II დადიანის ძმისწული შამადავლე დასვა მთავრად. ვამეყ III დადიანი სვანეთში ღალატით მოკლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ლიპარიტ III
ოდიშის მთავარი
1658 - 1661
შემდეგი:
ლევან III
წინამორბედი:
ვახტანგ I
იმერეთის მეფე
1661
შემდეგი:
არჩილ II