შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი — საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის #145 დადგენილებით დაფუძნდა სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამეგრელოს რეგიონში სამი სრულიად განსხვავებული მისიის მქონე სასწავლებლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის, სსიპ ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმისა და სსიპ სენაკის აგრარულ–ეკონომიკური კოლეჯის ბაზაზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის #122 დადგენილებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის შოთა მესხიას სახელი ეწოდა და დაფუძნდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბერის #182 დადგენილებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ განისაზღვრა სასწავლო უნივერსიტეტი და შეეცვალა სახელი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

2009 წელს არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველი რექტორი, პროფესორი თეონა ხუფენია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]