მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცივი, ცივა (მეგრ. ცჷი) — მდინარე საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის მარტვილის და სენაკის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ მთისწინეთში ზღვის დონიდან 363 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 60 კმ, აუზის ფართობი 199 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მთელი წლის განმავლობაში იცის წყალმოვარდნები, უფრო ხშირი და მძლავრი ზაფხულში და შემოდგომაზე. იყენებენ წისქვილების ასამუშავებლად.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,17 მ³/წმ.
|
---|
| დასახლებული პუნქტები |
ქალაქები | |
---|
| მუნიციპალიტეტები | |
---|
| სოფლები/თემები | |
---|
|
---|
| მუზეუმები | |
---|
| კურორტები | |
---|
| მდინარეები | |
---|
|