მენჯი (კურორტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მენჯი გუმბათი.jpg

მენჯი — ბალნეოლოგიური კურორტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცივის ხეობაში, ზღვის დონიდან 29 მ. ჰავა სუბტროპიკულია, რბილი, იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,2 °C), ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,0 °C), შეფარდებითი სინოტივე -73 %; ნალექების წლიური რაოდენობა — 1480 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 2160 სთ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. მენჯში არის სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფი, საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი — მთელი წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 26557

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]