ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი (ხობი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში.

მუზეუმი გაიხსნა 2007 წლის 1 ივნისს, აქ გამოფენილია მეგრული სიმღერის შემსრულებელ ოსტატთა ფოტო მასალები, დოკუმენტები, სიგელები, საფესტივალო გამოფენები, კომპაქტ დისკები. მუზეუმი დაფუძნებულია ``განათლების, კულტურისა და სულიერების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ-ხობი``-ს მიერ. პრეზიდენტი გოდერძი ბუკია.