ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობსა და აბედათის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოლოს შორის, სოფელ გაჭედილთან, აბაშა აჩენს 50-70 მ სიღრმის ვიწრო (სიგანე 5-6 მ) კანიონს, ამ ადგილზე აგებულია აბაშის ჰესი. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისშიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ გააკეთა.[2] კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები.[3]