მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) სახელობის ტაძარი — მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი აშენებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე. იგი აგებულია ღირსი მამა - ალექსი შუშანიას მიერ 1908 წელს, ადრე არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. სალოცავს უძველესი დროიდან მიაგებდნენ პატივს მორწმუნენი. სწამდათ, რომ აქ განსაკუთრებული ღვთის მადლი ტრიალებდა. ამავე ტაძრის ეზოში მდებარე მისივე სახელობის ეკლესიაში არის დაკრძალული წმინდა ბერი ალექსი, ამ სავანის აღმდგენელი და აღმშენებელი.

კომუნისტური მმართველობის პერიოდში შუშანიების სავანე შრომით, რუდუნებით, განსაცდელითა და გმირული დათმენით შეინარჩუნეს ალექსი ბერის ბიძაშვილებმა: იღუმენია ფავსტომ და სქიმონაზონმა აკეფსიმამ. შემდგომ პერიოდში კი მონაზონთა გაზრდილმა დებმა - ზოია და ნინა შუშანიებმა, რომლებიც დღესაც იქ მოღვაწეობენ. 1981 წლის ნოემბრიდან მენჯის სავანის წინამძღვარია არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა). ტაძრის დღესასწაულია 21 ნოემბერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]