ეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ეკი
ქართ. ეკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტი
თემი ეკი
კოორდინატები 42°20′35″ ჩ. გ. 42°05′58″ ა. გ. / 42.34306° ჩ. გ. 42.09944° ა. გ. / 42.34306; 42.09944
პირველი ხსენება XVII საუკუნის 20–იანი წლები
ცენტრის სიმაღლე 45
მოსახლეობა 42[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 4110[2]
ეკი — საქართველო
ეკი

ეკისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშ–გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა სანაპირო, ჩხოროწყუ–სენაკის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 45 . სენაკიდან 12 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის 20–იანი წლებიდან. ეკის სამხრეთ–აღმოსავლეთით მთაზე, იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლია, რომელიც მაღალი გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული (შემორჩენილია დასავლეთ მხარე). შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს) შიგნით ფრესკების ფრაგმენტებია, ჩრდილოეთით ორსართულიანი სამრეკლო (XIII-XIV სს) და პალატი. სოფლის აღმოსავლეთით კარგად გათლილი ქვის კვადრებით ნაგები და ორნამენტებით შემკული ეკლესია დგას. მას ორიგინალური ქვისებრი გეგმა და წახნაგოვანი აფსიდა აქვს (ვარაუდით XIII ს II ნახევრის).

მდინარე ცივის მიდამოებში, მთაზე, შუა საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ციხე შედგებოდა გალავნისა და ერთი კოშკისაგან, რომელთაგანაც ნაწილობრივ სამი სართულიღაა დარჩენილი. გალავანს გარს უვლიდა ღრმა და განიერი თხრილი. 1971 წელს აღმოჩენილია ვერცხლის მონეტები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 42 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 127 59 68
2014[1] Decrease2.svg 42 23 19

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს ფოსტა — 1805.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეკი&oldid=3946335“-დან