წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი}} |
წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი – მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
მუზეუმში დაცულია შემთხვევითი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) პერიოდს. მუზეუმში მრავლადაა წალენჯიხის მხარის XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, თიხის, ხის, მინისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი და სხვა), რაიონის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ფოტო და დოკუმენტური მასალები. დაფუძნების თარიღი: 2001 წელი
|