შხეფის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შხეფის ციხე

შხეფის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში (ახლანდელი სენაკის მახლობლად). აგებულია ადრინდელი შუა საუკუნეებში. ეტყობა შემდგომი პერიოდების გადაკეთებათა კვალი. კარგადაა შემორჩენილი ორი კოშკი და გალავანი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ შხეფის ციხე არის იგივე ციხესიმაგრე ონოგურისი. შხეფის ციხეს ხშირად საპატიო პატიმართა საპყრობილედ იყენებდნენ. აქ 1590 ტყვეობაში გარდაიცვალა იმერეთის მეფე ლევანი. შხეფის ციხე XIX საუკუნის დასაწყისშიც მოქმედებდა. 1979 ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. XVI საუკუნის შუამდე შედიოდა ჭილაძეების სათავადოში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. ზაქარაია, ქართული ციხესიმაგრეები, კრებული „ფრესკა“, თბ. 1985 წ.
  • ადამია ი., შხეფის ციხესიმაგრე, ძეგლის მეგობარი, 1979, N51.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973.
  • ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 11, გვ. 66, თბ., 1987

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417