შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისი-სენაკი-ლესელიძე ოთარშენთან

საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 - თბილისი-სენაკი-ლესელიძე - საქართველოს ყველაზე გრძელი საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალი. მაგისტრალი იწყება თბილისში და მიემართება დასავლეთით და სრულდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთის საზღვართან. მისი საერთო სიგრძეა 542,7 კილომეტრი. თბილისიდან სენაკამდე ამ ავტომაგისტრალს ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60.