აბაშის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბაშის მუნიციპალიტეტი
SZSM-abasha-ka.svg

აბაშის მუნიციპალიტეტი  დროშა აბაშის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

აბაშა

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

სიმჭიდროვე

89 [1] კაცი/კმ²

ფართობი

322.5 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 22 341 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.2%
რუსები 0.4%
აფხაზები 0.1%
მოლდაველები 0.1%
უკრაინელები 0.1%[2]

აბაშის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

აბაშის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბაშის მუნიციპალიტეტს ამჟამად საზღვრავს: ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით — სამტრედიის, სამხრეთით — სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით — სენაკის მუნიციპალიტეტები. ფართობი — 320,5 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ისტორიული ცნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებში შედიოდა ჯერ მოხირისში, შემდეგ სამოქალაქოში. XV საუკუნის 70-იან წლებში მისი დიდი ნაწილი უშუალოდ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შევიდა, ის ნაწილი კი, რომელიც მდინარეების ნოღელისა და რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, საჭილაოს ეკუთვნოდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკლესიურად ჭყონდიდის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. 1613 წლიდან საჭილაოს სადავო სოფლები (სამეგრელოსა და იმერეთს შორის) სამეგრელოს სამთავროში შევიდა. რუსეთის იმერიის შემადგენლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1858-1917 წლებში ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილ გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) რაიონში.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია — 322 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, აბაშა, ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია. აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით). დახრილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი სოფელ სეფიეთის მიდამოებშია. აქ ტალღისებრი მცირე ამაღლებანია. მდინარეების ცხენისწყლისა და ნოღელას კალაპოტში არის მარალი ხარისხის საშენი ქვიშა და ხრეში, სოფელ ძიგურისა და ნავსაკაოს მიდამოებში — სააგურე თიხა.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურა 14°C. იანვრის ტემპერატურა 4.9°C, ივლისისა 22.9°C. აბსოლუტური მინიმუმი — 19°C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 39°C. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 42,4 კმ-ზე მდორეთ მოედინება მდინარე რიონი აჩენს მეანდრებსა და და ე. წ. ნარიონალებს. აბაშისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მოედინება რიონის მარჯვენა შენაკადი ცხენისწყალი. მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში — მდინარე აბაშა, რომელიც ერთვის ტეხურს. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. ცხენისწყალს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი — დიდი ნოღელა. მდინარეთა საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „სირიაჩქონის“ ჭაობია, რომელიც გურია-სამეგრელოს შორის რაიონისპირა ჭაობის გაგრძელებაა, გაყვანილია წყალსაწრეტი არხები.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადად გავრცელებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგი. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში — სუბტროპიკული ეწერი, სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, ჭაობიანი ნიადაგია.

ძირითადი ლანდშაფტებია: 1. ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით; 2. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით.

მცენარეული საფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა. ტყე და ბუჩქნარი ცოტაა. ხის სახეობებიდან ძირითადად გვხვდება: მურყანი, შემაღლებულ ადგილებში — ჭალის მუხა და წიფელი, გავრცელებულია თელაც. უხვადაა ლეშამბო. ტყეში არის თხილი, თუთა, პანტა, მაჟალო და სხვა.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია, გვხვდება ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, იშვიათად — წავი. ბევრია ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია. ჭაობიან ადგილებში აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავლადაა მწყერი, ყვავი, ჩხიკვი, გუგული. გველხოკერა, ზოლებიანი ხვლიკი, ანკარა, გომბეშო, ტყის ბაყაყი. მდინარეებში არის ქაშაპი, კოლხური ტობი, კოლხური ციმორი. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რომელთა დასაცავად მუნიციპალიტეტის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები და სხვა. განსახლების ზონა ზღვის დონიდან 50 მ-მდეა. მოსახლეობის რიცხოვნობა — 22 341 კაცი (2014 წ); სიმჭიდროვე — 89 კაცი კმ²-ზე. მუნიციპალიტეტში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 40 სოფელი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 28 219
2002 28 552 Increase2.svg
2014 22 341 Decrease2.svg

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია–მონასტრები:

  • სუჯუნის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი — სოფ. სუჯუნა
  • ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია — სოფ. მარანი
  • წმ. გიორგის სახელობის ტაძარი — პირველი მაისი
  • მაცხოვრის სახელობის ეკლესია — სოფ. ტყვირი
  • წმ. გიორგის სახელობის ტაძარი — სოფ. გულეიკარი
  • წმ. გიორგის სახელობის ეკლესია — სოფ. გეზათი
  • წმ. გიორგის სახელობის ეკლესია — სოფ. სამიქაო
  • ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესია — სოფ. მაიდანი
  • მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — ქ. აბაშა, კვათანის უბანი
  • სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია — სოფ. სეფიეთი
  • მაცხოვრისკარის ეკლესია — სოფ. განათლებისკარი

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არის:

  • სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა — 32
  • კერძო ზოგადსაგანმანათებლო სკოლა — 1
  • ბიბლიოთეკა — 19
  • თეატრი — 1
  • მუზეუმი — 1

აბაშის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი:

ცნობილი მედიკოსები:

ქართული კულტურის მეცენატები:

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ძეგლები:

  • სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
  • ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
  • სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  • კადარის ეკლესია
  • გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მუზეუმები

  • მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]