სქური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურორტი
სქური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°41′19″ ჩ. გ. 42°09′38″ ა. გ. / 42.688694° ჩ. გ. 42.160778° ა. გ. / 42.688694; 42.160778
ცენტრის სიმაღლე 450-500
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სქური — საქართველო
სქური
სქური — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სქური

სქური — ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის მთისწინეთში, მდინარე აბანოსღელის (ჭანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 450-500 მ. წალენჯიხიდან დაშორებულია 14 კმ-ით, ზუგდიდიდან — 36 კმ-ით, თბილისიდან (ჩხოროწყუს გავლით) — 355 კმ-ით.

ახასიათებს რბილი, უთოვლო ზამთარი, მეტად თბილი ზაფხული. ნალექების წლიური რაოდენობა 1500 მმ., წლიური საშუალო ფარდობითი ტენიანობა 74%. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მთის ჰავა და ქლორიდულ-სულფატურ, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები „სქური“ (საერთო მინერალიზაცია 1,7 გ/დმ3, საერთო დებიტი დღე-ღამეში 70-80 ათასი ლ.). ამჟამად თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ინფრასტრუქტურა განუვითარებელია.

კურორტის ჩრდილოეთით შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიისა და ციხის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს 100 კურორტი / ირმა ლიპარტელიანი, თამარ ნინიკაშვილი; პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა ხიდურელი; რედქტორები: ნიკოლოზ სააკაშვილი, გიორგი დვალიშვილი; რუკები: ანა კარიჭაშვილი, ზურაბ ლაოშვილი. თბილისი: კლიო, 2014.