ანზორ შომახია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანზორ შომახია
დაბ. თარიღი 13 აპრილი, 1939(1939-04-13) (84 წლის)
დაბ. ადგილი სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მომღერალი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

ანზორ შომახია (დ. 13 აპრილი, 1939, სენაკი) — ქართველი მომღერალი.

1968 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1968 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი). 1969 წელს მიიწვიეს ქალაქ ნოვოსიბირსკის საოპერო თეატრში, 1972 წლიდან ქალაქ სვერდლოვსკის საოპერო თეატრის სოლისტი. 1973 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. 2013 წელს დააარსა „რეგიონ ოპერა“, რომლის მიზანია ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996 — რუსეთის თეატრალური ჯილდო „ოქროს ნიღაბი“
  • 1985 — საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1990 — საქართველოს სახალხო არტისტი [წყარო არ არის მითითებული 349 დღე]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]