როკისწყალი
იერსახე
| როკისწყალი | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
| სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°36′26″ ჩ. გ. 44°05′35″ ა. გ. / 42.60722° ჩ. გ. 44.09306° ა. გ. |
| შესართავი |
ერმანისწყალი 42°32′36″ ჩ. გ. 44°06′53″ ა. გ. / 42.54333° ჩ. გ. 44.11472° ა. გ. |
| სიგრძე | 8 კმ |
| აუზის ფართობი | 27,3 კმ² |
| მდინარის სისტემა | ერმანისწყალი → დიდი ლიახვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 0,93 მ³/წმ |
|
| |
როკისწყალი, როკიდონი — მდინარე საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში, მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ერმანისწყლის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 8 კმ, აუზის ფართობი 27,3 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,93 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 8, გვ. 424, თბ., 1984