ფესტუს მოგაე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფესტუს მოგაე

ფესტუს ჰონტებანე მოგაე (ინგლ. Festus Gontebanye Mogae, დ. 21 აგვისტო 1939, სეროვე, ბოტსვანა) — ბოტსვანის მესამე პრეზიდენტი 1998 წლის 1 აპრილიდან 2008 წლის 1 აპრილამდე.

მიიღო ეკონომიკური განათლება სასექსისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ბოტსვანის ბანკსა და მსოფლიო სავალუტო ფონდში. ის გაწევრიანდა ბოტსვანის დემოკრატიულ პარტიაში, და 1992 წელს მან ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა პიტერ მმუსი. 1998 წელს პარლამენტმა ფესტუს მოგაე დაამტკიცა გადამდგარი პრეზიდენტის კვეტ მასირეს მემკვიდრედ და 2004 წელს ისევ აირჩია მეორე ვადით პრეზიდენტად. მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მოგაემ წამოიწყო სიღარიბის, უმუშევრობისა და შიდსის საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც მოგაეს მტკიცებით, დასრულდება 2016 წელს.

2007 წლის 14 ივლისს მოგაემ განაცხადა, რომ აპირებდა პოსტის დატოვებას და მემკვიდრედ დაასახელა ვიცე-პრეზიდენტი სერეტსე იან კჰამა.

2008 წელს ფესტუს მოგაე ბოტსვანის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა იან კჰამა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]