კანა
იერსახე
| კანა | |||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||||
| Taurotragus oryx | |||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : ??? | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
კანა, უფრო სწორად ჩვეულებრივი კანა (ლათ. Taurotragus oryx) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 3,5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 1,8 მ, წონა — 900 კგ. რქა გრძელი და ძირში დაგრეხილია. ფერად ღია მორუხო-ყვითელია. კანა გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის სავანებში. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. მაკეობა 81/2—9 თვე გრძელდება. შობს 1 ხბოს. იყენებენ მის ხორცს, ტყავსა და მსუყე რძეს. კანის მოშინაურება ადვილია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 356.
