თბოელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავოის თბოელექტროსადგური უზბეკეთში

თბოელექტროსადგური, თესიელექტროსადგური, სადაც ორგანული სათბობის წვის ენერგია ელექტრულ ენერგიად გადაიქცევა.

პირველი თესები შეიქმნა XIX საუკუნის ბოლოს (1882 წელს — ნიუ-იორკში, 1883 წელს — პეტერბურგში, 1884 წელს — ბერლინში) და სწრაფად გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

თესი უმეტესწილად ორთქლტურბინიანია. მასში სათბობის დაწვისას გამოყოფილ თბურ ენერგიას ორთქლგენერატორში იყენებენ მაღალი წნევის წყლის ორთქლის მისაღებად. წყლის ორთქლი აბრუნებს ორთქლის ტურბინის როტორს, რომელიც შეერთებულიაელექტრული გენერატორის როტორთან. თესში სათბობად იყენებენ უმთავრესად ქვანახშირს, მაზუთს, ბუნებრივ აირს, ლიგნიტს, მურა ნახშირს, ტორფს, ფიქალს და სხვას. თესის მქკ 42%-მდეა.

თესს, რომელშიც ელექტროგენერატორების ამძრავ ფუნქციას კონდენსაციური ტურბინები ასრულებს, კონდენსაციურ ელექტროსადგურს უწოდებენ. მათი მქკ 35-42%-ია.

სათბიერებელი ტურბინებით მომუშავე თესს, რომელიც სითბოს აწვდის სამრეწველო და კომუნალურ-სამრეწველო მომხმარებლებს, თბოელექტროცენტრალს (თეცი) უწოდებენ.

თბოელექტროსადგურებს, რომელშიც ელექტროგენერატორის ამძრავი აირის ტურბინაა, აირტურბინიან ელექტროსადგურს (აირტესი) უწოდებენ. აირის ტურბინის წვის კამერაში წვავენ წნევით მიწოდებულ საწვავ აირს ან თხევად სათბობს. 750-900°C ტემპერატურის წვის პროდუქტი ხვდება აირის ტურბინაში, რომელიც აბრუნებს ელექტროგენერატორს. ასეთი თესების მქკ ჩვეულებრივ 26-28%-ს უდრის, სიმძლავრე კი დაახლოებით რამდენიმე ასეულ მგვტს. იყენებენ ელექტრული დატვირთვის პიკების დასაფარავად. შეუძლია სითბო მიაწოდოს გარე მომხმარებელსაც.

ორთქლაირტურბინული დანადგარი აერთებს ორთქლტურბინიან და აირტურბინიან აგრეგატებს. ასეთი დანადგარით მოქმედ თესს ორთქლაირიან ელექტროსადგურს (ორთქლაირტესი) უწოდებენ. მისი მქკ 42-43%-ს აღწევს. მას ასევე შეუძლია იმუშაოს, როგორც თეცმა.

ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]