ფესურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფესურა (rhizoma) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა ყლორტის მიწისქვეშა სახეცვლილება. კარგად გამოსახული მეტამერული სტრუქტურა აქვს, რითაც განსხვავდება ფესვისაგან. მუხლები ადვილად შეიმჩნევა მასზე განვითარებული აპკისებრი ან ქერქლისებრი ფოთლებით, ნაჭდევებით. ფესურის მუხლებსა და ფოთლის იღლიებში წარმოიქმნება კვირტები, რომლებიც ყოველწლიურად ახალ მიწისზედა ყლორტებსა და დამატებით ფესვებს იძლევიან. განარჩევენ გრძელ- და მოკლეფესურიან მცენარეებს. ზოგი მცენარის ფესურაზე გორგლები წარმოიქმნება. ისინი ძირითადად ნახშირწყლებს შეიცავენ. ზოგჯერ ფესურა სამკურნალო, საღებავ, მთრიმლავ ან სხვა ნივთიერებებს შეიცავს. გრძელფესურიან მცენარეებს ხშირად იყენებენ მოძრავი ქვიშებისა და ეროზირებული ნიადაგების დასამაგრებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]