ლიტერატურა


ლიტერატურა (ლათ. lit(t)eratura — „ანბანის ასო“, ეტიმოლოგიურად ბერძნულიდან არის „ვწერ“) — ფართო მნიშვნელობით — საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია; ვიწრო გაგებით — მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ კი წერილობითი ფორმა მიიღო. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.
ლიტერატურის სახეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა — ჩვეულებრივი მონათხრობი ლექსთწყობის გარეშე. ყოველდღიურ სასაუბრო ენას პროზა უფრო ეთანადება, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა კი უფრო გვიანდელი ეტაპია. ისინი მნიშვნელობის მიხედვით მხოლოდ XVIII-XIX საუკუნეებში გათანაბრდნენ.

პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:
რომანი, ნოველა, მოთხრობა, დრამა, პიესა, ესეი, პუბლიცისტური ნარკვევი, ეპისტოლე და მემუარები.
პოეტურ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:
ლიტერატურულ ნაწარმოებთა განსაკუთრებული სახეობაა მოკლე გამოთქმები, რომლებიც გამოხატავს ადამიანთა ნააზრევს ცხოვრების სხვადასხვა ღირებულების შესახებ:
ლიტერატურათმცოდნეობა, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის ისტორიასა და ფორმებს, იცნობს მისი განვითარების სტილსა და პერიოდებს:
ლიტერატურა შინაარსის მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განსაზღვრების თანახმად, ლიტერატურულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება როგორც „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“, ისე ბიბლია, „ქართლის ცხოვრება“ და საქართველოს კონსტიტუცია. უფრო ხშირად ტერმინი „ლიტერატურა“ ესმით, როგორც ბელეტრისტიკა, ანუ სიტყვაკაზმული მწერლობის ნაწარმოებთა (მოთხრობები, რომანები) ერთობლიობა.
ლიტერატურული ნაწარმოებები შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:
- ჰაგიოგრაფიული, წმინდანთა ცხოვრების ამსახველი, მაგ., „შუშანიკის წამება“;
- ჰიმნოგრაფიული, საეკლესიო საგალობლები და ჰიმნები, მაგ., „დავითის ფსალმუნნი“;
- ისტორიული, მაგ., კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“, თუკიდიდეს „პელოპონესის ომი“, ე. გიბონის „რომის იმპერიის რეგრესი და დაცემა“;
- ბიოგრაფიული, მაგ., პლუტარქეს „კეთილშობილ ბერძენთა და რომაელთა ცხოვრება“;
- ფილოსოფიური, მაგ., პლატონის „დიალოგები“;
- სამეცნიერო, მაგ., ჩ. დარვინის „სახეობათა წარმოშობა“, ჟ.-ა. პუანკარეს „მეცნიერება და ჰიპოთეზა“, ზ. ფროიდის ნაწარმოებები;
- პოლიტიკური, მაგ., ნ. მაკიაველის „მთავარი“, ციცერონის, თ. ჯეფერსონის, უ. ჩერჩილისა და სხვათა ნაწარმოებები;
- სამხედრო, სამხედრო სტარატეგიებისა და მართვის ხელოვნება, მაგ., სუნ ძის „ომის ხელოვნება“, ქრისტოფერ კოლენდას „მეთაურობა: საბრძოლო ხელოვნება“.
ლიტერატურული ჟანრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურული ფიგურები:
- ბელეტრისტი — დრამატურგი — ესეისტი — კრიტიკოსი — მწერალი — ნოველისტი — პოეტი — პროზაიკოსი — ჟურნალისტი
ეროვნული ლიტერატურა: