ბაჰაიზმი
| ცენტრალური ფიგურები | |
| მთავარი წერილები | |
| კითაბე აყდასი · კითაბე იყდანი | |
| ინსტიტუტები | |
|
ადმინისტრაციული წყობა | |
| ისტორია | |
| ცნობილი პიროვნებები | |
|
შოღი ეფენდი | |
| იხ. ასევე | |
|
სიმბოლოები · კანონები |
ბაჰაი რელიგია (არაბ. بهائي bahāʾī) — ინტერნაციონალური რელიგია რომლის მთავარი იდეალი და მოწოდება მსოფლიოს რელიგიათა გაერთიანებაა. ის წარმოიშვა XIX საუკუნეში, სპარსეთში და მსოფლიო რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა აღმსარებლობაა, რომელიც შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ატარებს სამივე აბრაამული რელიგიის ნიშნებს. ბაჰაიზმის დამაარსებლებია ბაბი, ბაჰაულა და აბდულ ბაჰა. რელიგიის მიმდევრებს ბაჰაი ჰქვიათ, რაც არაბულ ენაზე „ღვთის დიდებას“ ნიშნავს. ბაჰაიზმის სიმბოლოდ გამოიყენება ცხრაქიმიანი ვარსკვლავი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაჰაიზმის დამაარსბლები არიან საიდ ალი მუჰამადი, იგივე ბაბი (არაბულიდან „კარიბჭე“, 1819-1850) და მირზა ჰუსეინ ალი ნური (1817-1892), რომელსაც ეწოდა ბაჰაულა (არაბულიდან „ღვთის დიდებულება“). ბაბის ბაჰაისტები ადარებენ იოანე ნათლისმცემელს და წინამორბედად თვლიან, მეორეს კი მოძღვრების სრულმყოფელად და დამაგვირგვინებლად. მათი აზრით სანამ ღმერთი ბაჰაულას საღვთო მისიას გამოუცხადებდა, მან ქვეყანას მახარებელი მოუვლინა, რომელსაც მისთვის გზა უნდა გაეკაფა.
ბაბი დაიბადა 1819 წელს შირაზში. 1844 წლის 22 მაისს მან მიიღო პირველი გამოცხადება და შეუდგა ქადაგებას. მას ბევრი შიიტი მიმდევარი გამოუჩნდა, მაგრამ მუსლიმი საუსლიერო პირებიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, რადგ ბაბის მოძღვრებაში ადამიანის უფლებები დიდ ადგილს იკავებდა. ის, სხვათა შორის, აქცენტს აკეთებდა ქალთა უფლებებისა და ერების თანასწორუფლებიანობის შესახებ, რაცისლამური დოგმატიკისა და შარიათის კრიტიკას გულისხმობდა. 1847 წელს ბაბი დააპატიმრეს, მაგრამ ამან მის მიმდევრებს ხელი ვერ შეუშალა. ბაბის მიმდევრები მუსლიმებს 1848 წელს გამოეყვნენ. ამ წელს ბადაშტში შედგა ბაბის მომხრეთა დიდი კრება, რომელსაც მათ შორის ბევრი ქალი ესწრებოდა. ბაბიზმის წარმოქმნამ შიიტების მღელვარება გამოიწვია. ბაბის და მისი მიმდევრების დევნა დაიწყო სახელმწიფო აპარატმა. ამის გამო ბაბის მიმდევრებმა შაჰისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადეს და დაიწყეს მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა, რომელიც ხელისუფლებამ სისხლში ჩაახში. 1850 წლის 9 ივლისს ბაბი თავრიზში საჯაროდ დახვრიტეს. მისი მიმდევრების წინაღმდეგ ტერორი 1853 წლამდე გრძელდებოდა.
ტერორის მიუხედავად ბაბის იდეების ამოძირკვა ვერ მოხერხდა. მას მხარდამჭერები გამოუჩნდნე ირანის ელიტარულ ოჯახებშიც. ასეთები იყვნენ სახელმწიფო მინისტრის შვილები, ნახევარძმები მირზა ჰუსეინ ალი ნური და მირზა იაჰუა ნური, რომელსაც შემდგომში სუბი-აზალი (არაბ. „მარადისობის განთიადი“) ეწოდა.
ბაჰაი რელიგიის თერთმეტი დებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო რელიგიათა და მათ წყაროთა ღვთაებრივი წარმოშობის აღიარება;
- ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიება;
- რასობრივი, კლასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა წინააღმდეგობების გადალახვა;
- რელიგიისა და სამეცნიერო პროგრესის თანამშრობლობა;
- საზოგადო განათლების მნიშვნელობის და აუცილებლობის აღიარება;
- ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა;
- მოსახლეობის სიღატაკესთან ბრძოლა;
- საერთაშორისო უშიშრობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალი მსოფლიო ფედერალური სისტემის შექმნა;
- მაღალზნეობრივი ცხოვრების პრაქტიკა;
- საერთაშორისო ენა;
- ახალი სულიერი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნა.

დელი, ინდოეთი
მიმდევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XXI საუკუნის დასაწყისისთვის ამ სარწმუნოებას მთელ მსოფლიოში 7,5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. ბაჰაიზმის მიმდევრები ძირიადად ცხოვრობენ ინდოეთში, ირანში, აფრიკაში, სამხრეთ ამერკასა და აშშ-ში. თავის სამშობლოში - ირანში - ბაჰაის რელიგია აკრძალულია.
ბაჰაიზმის წმინდა წიგნია „ქითაბე აყდას“, ხოლო ბაჰაულლაჰს გარდა მისი მნიშვნელოვანი პიროვნებებია ბაბი, აბდულ ბაჰა და შოღი ეფენდი. დედამიწის ყველა დასახლებულ კონტინენტზე არსებობს ბაჰაის ტაძრები, რომელთა კარი ყველა სარწმუნოების მიმდევრებისთვის ღიაა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი ნ., „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 402-407, ISBN 978-9941-0-0902-0.