შინაარსზე გადასვლა

დეივიდ ლივინგსტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეივიდ ლივინგსტონი
ინგლ. David Livingstone
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1813(1813-03-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი ბლანტაირი[12] [13]
გარდ. თარიღი 1 მაისი, 1873(1873-05-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] (60 წლის)
გარდ. ადგილი Ilala Hill[13] [14]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[4] [12]
მოქალაქეობა  შოტლანდია
 გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მკვლევარი[2] , ექიმი-მწერალი, გეოგრაფი, მწერალი[15] და მისიონერი[2] [11]
ალმა-მატერი გლაზგოს უნივერსიტეტი, Charing Cross Hospital Medical School, Imperial College School of Medicine და Gilbertfield House School
მეუღლე მერი ლივინგსტონი[12]
შვილ(ებ)ი Agnes Livingstone Bruce
ნათესავ(ებ)ი Robert Moffat
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[12] , მფარველის მედალი[16] , Grande Médaille d'Or des Explorations და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი
ხელმოწერა

დეივიდ ლივინგსტონი (ინგლ. David Livingstone; დ. 19 მარტი 1813, ბლანტაირი, ლანარკის საგრაფო, შოტლანდია — გ. 1 მაისი 1873 ჩიტამბო, ზამბია) — შოტლანდიელი მოგზაური. აფრიკის გამოჩენილი მკვლევარი. განათლებით მედიკოსი.

1840 წელს ლონდონის მისიონერთა საზოგადოებამ გააგზავნა სამხრეთ აფრიკაში, 1841-1852 წწ. ცხოვრობდა ბეჩუანებს შორის კალაჰარის მახარეში. 1849 წელს ევროპელთაგან პირველმა მიაღწია ნგამის ტბას, 1851 წელს მდინარე ლინიანტის.

1853-1854 წწ. აუყვა მდინარე ზამბეზის შენაკად შეფუმაგემდე, აღმოაჩინა ზამბეზისა და კასაის (კონგოს სისტემა) წყალგამყოფი, გაემართა დასავლეთით და მიაღწია ქალაქ ლუანდას (ატლანტის ოკეანე). 1855 წელს დაბრუნდა ზამბეზის ზემოთში, ჩაუყვა მდინარეს დელტამდე, აღმოაჩინა ჩანჩქერი ვიქტორია და 1856 წელს მიაღწია ქალაქ კელიმანეს (ინდოეთის ოკეანე). ლივინგსტონი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და 1857 წელს გამოსცა წიგნი „მისიონერის მოგზაურობანი და გამოკვლევები სამხრეთ აფრიკაში“. ამ მოგზაურობისათვის სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ლივინგსტონს ოქროს მედალი მიაკუთვნა. იგი დანიშნეს ინგლისის კონსულად კელიმანეში და მთავრობის კვლევითი ექსპედიციის უფროსად, რომელიც 1858 წელს ჩავიდა ზამბეზის დელტაში.

1859 წელს აღმოაჩინა ტბა შირვა და მიაღწია ნიასის ტბას, 1860 წელს აუყვა მდინარე ზამბეზის მდინარე ლინიანტიმდე. 1865 წელს ლივინგსტონმა დიდ ბრიტანეთში გამოსცა თავის ძმასა და თანამგზავრ ჩარლზთან ერთად დაწერილი წიგნი „მოთხრობა ზამბეზისა და მის შენაკადებზე მოგზაურობის შესახებ“.

1866 წელს ისევ დაბრუნდა აღმოსავლეთ აფრიკაში, 1867-1871 წწ. გამოიკვლია ტანგანიიკის ტბის სამხრეთი და დასავლეთი ნაპირები, აღმოაჩინა ბანგვეულუს ტბა და მდინარე ლუალაბა (ზემო კონგო), მძიმე ავადმყოფი დაბრუნდა უკან, დაბინავდა უჯიჯიში (ტანგანიიკის ტბის აღმოსავლეთ სანაპირო), სადაც 1871 წლის ოქტომბერში მოძებნა ჰენრი სტენლიმ.

მათ ერთად გამოიკვლიეს ტანგანიიკის ტბის ჩრდილოეთ ნაწილი. 1872 წელს ლივინგსტონმა სტენლის დიდ ბრიტანეთში გაატანა თავისი მასალები, თვითონ კი გაემართა მდინარე ლუალაბაზე კვლევის გასაგრძელებლად და გარდაიცვალა ჩიტამბოში, ბანგვეულუს ტბის სამხრეთით. მისი ნეშთი ჩაიტანეს დიდ ბრიტანეთში და დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში.

1874 წელს გამოიცა მისი 1865-1872 წლების ჩანაწერები სათაურით „დეივიდ ლივინგსტონის უკანასკნელი დღიურები ცენტრალურ აფრიკაში“.

თავისი მოგზაურობის დროს ლივინგსტონმა განსაზღვრა 1000-ზე მეტი პუნქტის მდებარეობა; მან პირველმა შენიშნა სამხრეთ აფრიკის რელიეფის მთავარი თავისებურებები, შეისწავლა მდინარე ზამბეზის სისტემა, საფუძველი ჩაუყარა ნიასისა და ტანგანიიკის ტბების მეცნიერულ კვლევას.

მის სახელს ატარებს ქალაქი ზამბიაში, მთები აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩანჩქერები მდინარე კონგოზე; შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოს მახლობლად, არის ლივინგსტონის მემორიალური მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983.  გვ. 226.
  • Адамович М., Ливингстон, М., 1939;
  • Simmons J., Livingstone and Africa, L., 1955.
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #118573616 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 3 Find a Grave — 1996.
  5. 1 2 Babelio — 2007.
  6. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  7. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  8. 1 2 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  9. Biographical Database of Southern African Science — 2002.
  10. 1 2 Geographicus Rare Antique Maps biographical dictionary of cartographers
  11. 1 2 3 History of MissiologyBoston University School of Theology.
  12. 1 2 3 4 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew, D. CannadineOxford: OUP, 2004.
  13. 1 2 http://www.livingstonechurch.co.uk/david-livingstone
  14. https://www.coursehero.com/file/p4hiv1p/o-Livingstone-died-in-that-area-in-Chief-Chitambos-village-at-Ilala-southeast/
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  16. Journal of the Royal Geographical Society of London, The journal of the Royal Geographical SocietyRoyal Geographical Society, 1855. — Vol. 25. — P. lxviii. — ISSN 0266-6235