შინაარსზე გადასვლა

სავათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავათი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  სავათისნაირნი
ოჯახი:  სავათისებრნი
გვარი:  სავათი
სახეობა:  სავათი
ლათინური სახელი
Otis tarda (Linnaeus, 1758)
ქვესახეობები
  • Otis tarda dubowskii
  • Otis tarda tarda
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22691900
გავრცელება

სავათი (ლათ. Otis tarda) — დიდი ზომის ფრინველი სავათისნაირთა რიგისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, ნაწილობრივ მოზამთრეობისას. მათი გადაფრენა იწყება დეკემბრიდან და გრძელდება თებერვლამდე. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება შირაქის ველზე და ივრისა და ალაზნის ირგვლივ მყოფ ველების ნახევრად უდაბურ ადგილებში, მცირე რაოდენობითაა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, აგრეთვე მდინარე რიონის დაბლობის ზოგიერთ ადგილებში. ბინადრობს ველ-მინდვრებზე, ზეგნებზე, ყამირ მიწებზე. ბუდობს წყვილებად ან მცირერიცხოვან გუნდებად. მაისში დებს 1-6 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. ინკუბაცია 1 თვემდე გრძელდება. იკვებება მცენარეთა თესლით, ტუბერებით და სხვა, უფრო იშვიათად — მწერებით, მღრღნელებით. ყამირი მიწების ათვისებისა და ბრაკონიერული ნადირობის გამო მეტად იშვიათი გახდა. შეტანილია „წითელ წიგნში“. მის მოსაპოვებლად საჭიროა მსხვილი საფანტის (0 ან 00) ან ფინდიხის გამოყენება.[1]

  • ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 635.
  • გ.აბულაძე, ნ.ღამბარაშვილი, ვ.ბურჯანაძე, შ.ჩახანაშვილი, პ.ჟორდანია, ნ.ლომსაძე, ლ.გუნიავა, დ.ახრახაძე, გ.ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ. 1969.
  1. „მონადირის ცნობარი“, გვ. 29-30.