ბარის ზებრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კვაგა
Zebras etoscha.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: კენტჩლიქოსნები
ოჯახი: ცხენისებრნი
გვარი: ცხენები
ქვეგვარი: ზებრები
სახეობა: ბარის ზებრა
ლათინური სახელი
Equus quagga
დაცვის სტატუსი

ბარის ზებრა (ლათ. Equus quagga) — ზებრის ერთ-ერთი სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში. აერთიანებს 5 ქვესახეობას: ჩვეულებრივი კვაგას (Equus quagga), სხვა ზებრებისაგან განსხვავებით, სხეულსა და კიდურებზე განივი ზოლები სუსტად აქვთ განვითარებული. დაახლოებით 1860 წელს განადგურდა, ხოლო მისი უკანასკნელი ეგზემპლარი ამსტერდამის ზოოპარკში 1883 წელს დაიღუპა. ბურჩელის ზებრა (Equus quagga burchelli) 1910 წელს მოისპო. ჩაპმანის ზებრა (Equus quagga antiquorum), სელუსის ზებრა (Equus quagga selousi) და გრანტის ზებრა (Equus quagga boehmi) გვხვდება როგორც ბუნებაში, ისე ნაკრძალებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]