დიდი ზიმბაბვე
დიდი ზიმბაბვე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ზიმბაბვე |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 20°16′59″ ს. გ. 30°55′59″ ა. გ. / 20.28306° ს. გ. 30.93306° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 364 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 364 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დიდი ზიმბაბვე — ზიმბაბვეში მდებარე უძველესი სამხრეთ აფრიკული ქალაქის ნანგრევების სახელწოდება. როგორც ვარაუდობენ დიდი ზიმბაბვე შონას (ბანტუს ტომის ხალხი) წინაპრების მთავარი საკულტო ქალაქი უნდა ყოფილიყო. ქალაქი დაარსდა 1100-1400 წლებს შორის პერიოდში[1]. იგი წარმოადგენდა მვენემუტაპას სახელმწიფოს ცენტრს, რომელიც ასევე ცნობილი იყო დიდი ზიმბაბვეს სახელმწიფოს სახელწოდებით. აღნიშნული იმპერია მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც დღეს მოქცეულია ზიმბაბვეს (რომელმაც სახელი მიიღო ამ ქალაქისაგან) და მოზამბიკის ტერიტორიაზე.
1928–1929 წლებში დიდი ზიმბაბვეს ნანგრევები გამოიკვლია ბრიტანელმა არქეოლოგმა გერტრუდა კატონ-ტომპსონმა, რომელმაც დაადასტურა ნაგებობის აფრიკული წარმომავლობა.[2] მანამდე არქეოლოგების გარკვეული ჯგუფი მიიჩნევდა, რომ ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას არ შეეძლო აღნიშნული ციხესიმაგრის აგება და მის აშენებას მიაწერდნენ ფინიკიელებს ან არაბებს.[3].
1986 წელს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[4]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია, თბ. 2009 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Great Zimbabwe site page in JSTOR's African Cultural Heritage Sites and Landscapes database"[მკვდარი ბმული]
- Chapter on Great Zimbabwe from "Ending Stereotypes for America" დაარქივებული 2009-04-02 საიტზე Wayback Machine.
- Great Zimbabwe entry on the UNESCO World Heritage site
- The Story of Africa: Great Zimbabwe — BBC World Service
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია, თბ. 2009 წ., გვ. 167
- ↑ Caton-Thompson. The Zimbabwe Culture, 1931.
«Ascribes Zimbabwe to African Bantus», The New York Times, 1929-10-20, p. 2. - ↑ «Vast Ruins in South Africa- The Ruined Cities of Mashonaland», The New York Times, 1892-12-18, p. 19.
- ↑ დიდი ზიმბაბვე იუნესკოს საიტზე
|