შაშე (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაშე
ინგლ. Shashe River

მდინარის საირიგაციო სისტემა.
ქვეყანა ბოტსვანის დროშა ბოტსვანა, ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
სათავე ლიმპოპო
22°11′37″ ს. გ. 29°22′15″ ა. გ. / 22.19361° ს. გ. 29.37083° ა. გ. / -22.19361; 29.37083
სიგრძე 300 კმ
შაშე (მდინარე) — აფრიკა
შაშე (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
შაშე ვიკისაწყობში

შაშე (ინგლ. Shashe River) — მდინარე ბოტსვანის აღმოსავლეთში და ზიმბაბვეს სამხრეთ-დასავლეთში. მდინარე ლიმპოპოს მსხვილი მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ქალაქ ფრანსისთაუნის სიახლოვეს და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით თავის შესართავამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვეს[1]. თავისი დინების დიდ ნაწილზე გადის სახელმწიფო საზღვარი ბოტსვანასა და ზიმბაბვეს შორის. სოფელ ტულის სიახლოვეს მდინარე მოკლე მანძილზე მთლიანად გადადის ზიმბაბვეს ტერიტორიაზე, მაგრამ სულ მალე ისევ უბრუნდება საზღვრის მდგომარეობას. შაშე დროებითი მდინარეა და მთლიანად შრება წლის დიდი ნაწილის განმავლობაში. შაშე ლიმპოპოს აუზში შეადგენს მისი ზედაპირული მდინარეული ჩამონადენის 12,2 %-ს[2].

ძირითადი შენაკადებია: სიმუკვე, სანჩოკვე, შაშანი, ტული, ტატე და რამოკგვებანა. ფრანსისთაუნიდან სამხრეთით მდინარეზე გადის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი. ამას გარდა, ფრანსისთაუნიდან დაახლოებით 25 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ტონოტადან ჩრდილოეთით, მდინარე გადაკეტილია შაშეს კაშხლით. თავიდან კაშხალი შენდებოდა იმ მიზნით, რომ წყლით უზრუნველყო მსხვილი სამრეწველო ქალაქი — სელები-ფიკვე[3], მაგრამ დღეისათვის წყალი პირველ რიგში გამოიყენება ქალაქ ფრანსისთაუნის და მისი შემოგარენი სოფლების უზრუნველსაყოფად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Knight, D. J. (1990-06-01). „The proven usefulness of instrumentation systems on varied dam projects“, Geotechnical Instrumentation in Practice: Purpose, Performance and Interpretation: Proceedings of the Conference Geotechnical Instrumentation in Civil Engineering Projects. Thomas Telford. ISBN 978-0-7277-1515-9. ციტირების თარიღი: 2012-09-18. 
  • Görgens, A. H. M.; Boroto, R.A. (1997). „River: flow balance anomalies, surprises and implications for integrated water resources management“. Proceedings of the 8th South African National Hydrology Symposium, Pretoria, South Africa.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shashe Sub-basin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-31. ციტირების თარიღი: 2016-03-13.
  2. Görgens & Boroto 1997.
  3. Knight 1990, p. 402.