აზიის ფინანსური კრიზისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები

აღმოსავლეთ აზიის ფინანსური კრიზისი — ეკონომიკური ქაოსის პერიოდი, რომელიც 1997 წლის ივლისში დაიწყო ტაილანდში და სამხრეთ კორეაში კომპანიის კია ფინანსური კრახით და მოიცვა ამ რეგიონის ქვეყნების ვალუტები, სააქციო ბირჟები და სხვა ფასიანი ქაღალდები.

თუ რამ განაპირობა კრიზისი, მისი მასშტაბები და გადაწყვეტის მიზეზები გაურკვეველია. ყველაზე მეტად დაზარალდა ინდონეზია, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. მათ მიჰყვა ჰონკონგი, მალაიზია, ლაოსი და ფილიპინები. ჩინეთი, ტაივანი, სინგაპური და ვიეტნამი შედარებით უმნიშვნელოდ დაზარალდნენ. იაპონიას ეს კრიზისი არ შეხებია, თუმცა ის საკუთარი გრძელვადიანი ეკონომიკური სირთულეების პერიოდს გადიოდა.

ზოგადად, ყველა ზემოთ ხსენებული ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი შესამჩნევად დაეცა აშშ-ის დოლართან მიმართებაში. ამ მხრივ სამხრეთ კორეას ყველაზე დიდი ზარალი მიადგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]