13 იანვარი
იერსახე
<< | იანვარი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
13 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-13 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 352 დღე (ნაკიან წელში — 353).
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 27 : რომის სენატის დადგენილებით ოქტავიანეს მიენიჭა იმპერატორის, ავგუსტუსის და პრინცეფსის წოდებები. ეს დღე რომის იმპერიის დაბადების დღედ ითვლება.
- 1847 : კაუენგას ტრაქტატით დასრულდა მექსიკა-აშშ-ის ომი კალიფორნიაში.
- 1559 : ელისაბედ I-ის ინგლისის დედოფლად კურთხევის ცერემონია შედგა ვესტმინსტერის სააბატოში.
- 1602 : უილიამ შექსპირის „უინძორის მხიარული ცოლები“ გამოიცა.
- 1610 : გალილეო გალილეიმ იუპიტერის მეოთხე თანამგზავრი „კალისტო“ აღმოაჩინა.
- 1782 : მანჰაიმში შედგა პრემიერა ფრიდრიხ შილერის დრამისა „ყაჩაღები“.
- 1830 : ახალი ორლეანის დიდი ხანძარი დაიწყო.
- 1873 : სანქტ-პეტერბურგში შედგა პრემიერა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ოპერისა „მაისის ღამე“ (რუს. «Майская ночь»)
- 1898 : ფრანგმა მწერალმა ემილ ზოლამ გამოაქვეყნა თავისი წერილი „დრეიფუსის საქმე“.
- 1910 : ოპერის ტრანსლაცია განხორციელდა პირველად რადიოთი — ენრიკო კარუზოს შესრულებით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის თეატრიდან.
- 1915 : მიწისძვრამ ავეძანოში (იტალია) 29 800 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1930 : მიკი მაუსის კომიქსი გამოჩნდა პირველად.
- 1934 : საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი შემოიღეს.
- 1938 : ინგლისის ეკლესიამ ევოლუციის თეორია მიიღო.
- 1942 : ჰენრი ფორდმა დააპატენტა პლასტმასის ავტომანქანა, რომელიც ჩვეულებრივზე 30%-ით ნაკლებს იწონიდა.
- 1953 : მარშალი იოზიპ ტიტო იუგოსლავიის პრიზედნეტი გახდა.
- 1963 : პუტჩისტებმა მოკლეს ტოგოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სილვანუს ეპიფანიო ოლიმპიო
- 1968 : ჯონი კეში მის განთქმულ ალბომს წერს ცოცხალი შესრულებით ფოლსომის საშტატო საპყრობილედან.
- 1986 : ჩრდილოეთ იემენში დაიწყო სამოქალაქო ომი.
- 1991 : 12 იანვრის ღამით და 13 იანვარს (ვილნიუსის სისხლიანი კვირა) საბჭოთა ომონის რაზმმა დაიკავა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ტელევიზიის ანძა ვილნიუსში (ლიეტუვა). ამ ძალადობრივი ოპერაციის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი უიარაღო დამცველები — 14 ადამიანი და 1000-ზე დაშავდა.
- 1993 : ერიხ ჰონეკერი (გერმანია) თავის მეუღლესთან ერთად გადასახლდა საცხოვრებლად ჩილეში.
- 2011 : სამხრეთ კორეაში ერთ მილიონზე მეტი ღორი დამარხეს ცოცხლად ფეხი-პირის ღრუს დაავადების აფეთქების გამო.
- 2012 : იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან საკრუიზო გემის Costa Concordia ავარიის შედეგად დაიღუპა არანაკლებ ხუთი ადამიანი.
- 2020 : მალტაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რობერტ აბელა ხდება.
- 2021 : დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.
- 2024 : ლაი ცინგ დე ტაივანის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1334 : ენრიკე II — კასტილიისა და ლეონის მეფე.
- 1773 : იოსებ ილარი ეკელი — ავსტრიელი იეზუიტი მღვდელი და ნუმიზმატი.
- 1777 : ელიზა ბონაპარტი — საფრანგეთის პრინცესა და ტოსკანას ჰერცოგინია.
- 1862 : ალექსანდრე ყიფშიძე — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
- 1872 : ნინო ნაკაშიძე — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
- 1876 : ოტო ლიბკნეხტი — გერმანელი ქიმიკოსი
- 1890 : იური ულუოტსი — ესტონელი პოლიტიკოსი.
- 1892 : ჯამალზადე — ირანელი მწერალი.
- 1905 : ვასილ კაციტაძე — ქართველი ჰიგიენისტი.
- 1908 : სიმონ ვირსალაძე — ქართველი თეატრალური მხატვარი
- 1908 : ვალენტინ თოფურიძე — ქართველი მოქანდაკე
- 1919 : იგორ გუზენკო — საბჭოთა კრიპტოგრაფი.
- 1926 : მაიკლ ბონდი — ინგლისელი მწერალი.
- 1930 : ფრენსის შტერნჰაგენი — ამერიკელი მსახიობი.
- 1937 : არიადნა შენგელაია — ქართველი მსახიობი
- 1956 : ზაქირ კარალოვი — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი
- 1960 : ოლგა ვასილიევა — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე
- 1966 : პატრიკ დემპსი — ამერიკელი მსახიობი და ავტომრბოლელი.
- 1969 : ემერიკ შოპრადი — ფრანგი პოლიტიკოსი
- 1969 : სტივენ ჰენდრი — შოტლანდიელი ყოფილი პროფესიონალი სნუკერისტი.
- 1976 : მარიო იეპესი — კოლუმბიელი ფეხბურთელი.
- 1977 : ორლანდო ბლუმი — ბრიტანელი მსახიობი.
- 1984 : რაიფ ბადავი — არაბი მწერალი და აქტივისტი.
- 1990 : მამადუ სახო — ფრანგი ფეხბურთელი
- 1994 : ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი ფეხბურთელი
- 1995 : ლეანდრო რიბეირო — ბრაზილიელი ფეხბურთელი
- 1997 : ოთარ გოშაძე — ქართველი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 85 : გაიუს მარიუსი — რომაელი პოლიტიკური მოღვაწე.
- 858 : ეთელვულფი — ესექსის მეფე.
- 888 : კარლოს მსუქანი — საღვთო რომის იმპერატორი.
- 1177 : ჰენრიხ II — ავსტრიის მეფე.
- 1330 : ფრიდრიხ I — ავსტრიის მეფე.
- 1766 : ფრედერიკ V — დანიის მეფე.
- 1941 : ჯოისი, ჯეიმზ — ირლანდიელი მწერალი.
- 1988 : ჩანგ ჩინგ-კუო — ჩინეთის პრეზიდენტი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- ლიეტუვა : თავისუფლების დამცველთა დღე (1991).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სხვა თვეები: