გვალდის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვალდის ქედი
კოორდინატები: 43°08′ ჩ. გ. 42°50′ ა. გ. / 43.133° ჩ. გ. 42.833° ა. გ. / 43.133; 42.833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი სვეტღარი
სიმაღლე 4118 
ამგებელი ქანები გრანიტოიდი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა
გვალდის ქედი — საქართველო
გვალდის ქედი
გვალდის ქედი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
გვალდის ქედი

გვალდის ქედიქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებას. იწყება მწვერვალ სვეტღართან, მიემართება ჯერ სამხრეთ-დასავლეთით, მერე გრძელდება სამხრეთით, შემდეგ — სამხრეთ-აღმოსავლეთით. მთავრდება მდინარეების მულხრისა და მესტიაჭალის შესართავთან. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, სამხრეთი ნაწილი — თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის უმაღლესი წერტილია მწვერვალი სვეტღარი (4118 მ). სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია ასმაში (4057 მ), თოთი (4000 მ), ბანგურიანი (3837 მ), კომკავშირელი (3690 მ). დამახასიათებელია გლაციალური რელიეფი და თანამედროვე მყინვარები. გვალდის ქედი უტყეოა, განვითარებულია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 44.
  2. დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.