გაგრის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაგრის ქედიქედი აფხაზეთის კავკასიონში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარ წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა მდინარეების მზიმთისა და ლაშიფსის სათავეებთან. სიგრძე 54 კმ, უმაღლესი ადგილია მწვერვალი აგეფსთა (3257 მ) (მთა აგეფსთა). ქედის შტოს ქალაქ გაგრის მიდამოებში მჭიდროდ უახლოვდება შავ ზღვას. ქედის სამხრეთ მონაკვეთი აგებულია ზედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით, რომლებსაც კვეთენ მდინარეები ჟვავა-კვარა, იუფშარა და სხვები და ქმნიან კანიონისებრ ხეობებს. შუა ნაწილი - ლუზიტან-ტიტონური რიფული, ბრექჩიული და შრეებრივი კირქვებით, ჩრდილოეთი ნაწილი - ბაიოსური პორფირიტებითა და ტუფებით. გაგრის ქედზე მეოთხეული გამყინვარების ნიშნებია. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე არის თანამედროვე მყინვარებიც. თითქმის ყველგან გვხვდება რელიეფის კარსტული ფორმები, რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია გაგრის ქედის დასავლეთი ნაწილი - არაბიკის მასივი, სადაც არის ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა უფსკრულები (ვახუშტი ბაგრატიონის, კრუბერის და სხვა). გაგრის ქედის თხემური ზონა ქარაფოვანია და ძლიერ დანაწევრებული. გაგრის ქედი დაფარულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით, ზემოთ ალპური და სუბალპური მდელოებია. ბზიფის, იუფშარას და გეგას ხეობებით საავტომობილო გზა მიემართება რიწის ტბისაკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]