თემურ ჟორჟოლიანი
იერსახე
თეიმურაზ (თემურ) ჟორჟოლიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 იანვარი, 1950 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 12 აპრილი, 2017 (67 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
თეიმურაზ (თემურ) ჟორჟოლიანი (დ. 28 იანვარი, 1950, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 12 აპრილი, 2017[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, 1992 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე.
თემურ ჟორჟოლიანი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1991 წლიდან იყო „საერთაშორისო ამნისტიის“ წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“, 1992–1995 წლებში იყო ფრაქცია „კონსერვატორის“ თავმჯდომარე. 1998 წელს ის საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
2006 წელს თემურ ჟორჟოლიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან ციხეში 6 წელი გაატარა და 2012 წლის ნოემბერში ვადამდე პირობით გათავისუფლდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა. imedinews.ge (12 აპრილი, 2017). ციტირების თარიღი: 2019-01-20.