3 ნოემბერი
იერსახე
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
3 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 307-ე დღე (ნაკიან წლებში – 308-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 58 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1493 : ქრისტეფორე კოლუმბი პირველად ამჩნევს კუნძულ დომინიკას კარიბის ზღვაში.
- 1783 : კონტინენტური არმია დაშლილ იქნა.
- 1817 : მონრეალის ბანკი, კანადის უძველესი ქარტია მინიჭებული ბანკი, გაიხსნა მონრეალში, კვებეკი.
- 1838 : ტაიმს ოვ ინდია, გავრცელებით მსოფლიოს უდიდესი ინგლისურენოვანი ყოველდღიური ფართოთაბახიანი გაზეთი დაარსდა როგორც ბობეი ტაიმსი და ჯორნალ ოვ კომერსი.
- 1903 : აშშ-ის წაქეზებით პანამა კოლუმბიისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1911 : შევროლე ავტომანქანების წარმოებას იწყებს და ფორდის მთავარი კონკურენტი ხდება.
- 1913 : აშშ-ში შემოიღეს საშემოსავლო გადასახადი.
- 1918 : ავსტრია-უნგრეთი პირველი მსოფლიო ომის მოკავშირეებთან ზავს დებს და ჰაბსბურგის იმპერია იშლება.
- 1918 : პოლონეთი რუსეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1928 : თურქეთი არაბულიდან ლათინურ დამწერლობაზე გადადის.
- 1936 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანკლინ დელანო რუზველტი მეორე ვადით აირჩიეს.
- 1954 : გოძილას სერიის პირველი ფილმი გამოვიდა იაპონიაში.
- 1957 : საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე სპუტნიკ 2 გაუშვა, რომლის ბორტზე იმყოფებოდა ძაღლი ლაიკა - პირველი ცხოველი ორბიტაზე.
- 1967 : ვიეტნამის ომი - დაკ ტოს ბრძოლა იწყება.
- 1970 : სალვადორ ალიენდე ჩილეს პრეზიდენტი ხდება.
- 1973 : ნასა კოსმოსში უშვებს მარინერ 10-ს, რომელიც პირველი აპარატი გახდა რომელმაც მერკურს მიაღწია.
- 1978 : დომინიკა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1986 : ირან-კონტრას სკანდალი - ლიბანური ჟურნალი აშ-შირაა აქვეყნებს მასალას აშშ-ის მიერ საიდუმლოდ ირანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ლიბანში პრო-ირანულ დაჯგუფებათა მიერ შვიდი ამერიკელი მძევლის განთვაისუფლების სანაცვლოდ.
- 1992 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ბილ კლინტონი ჯორჯ ბუშ უფროსსა და როს პეროს ამარცხებს.
- 2009 : ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა ხელი მოაწერა ლისაბონის ტრაქტატს, მას შემდეგ რაც ის დაამტკიცა კონსტიტუციურმა სასამართლომ, რითაც შესრულდა რატიფიკაციის პროცესის ბოლო ნაბიჯი ევროპის კავშირის მასშტაბით.
- 2020 : გაიმართა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. გამარჯვებული 7 ნოემბერს გამოვლინდა. ჯო ბაიდენმა დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
- 2024 : მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1850 : დავით გივიშვილი — ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი (გ. 1916)
- 1852 : მუცუჰიტო — იაპონიის იმპერატორი (გ. 1912)
- 1900 : მიხეილ ასტანგოვი — რუსი საბჭოთა მსახიობი. (გ. 1965)
- 1909 : თეოდორ ტოლსდორფი — ვერმახტის გენერალ-ლეიტენანტი (გ. 1978)
- 1967: სტივენ უილსონი — ინგლისელი მუსიკოსი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1896 : იაკობ ალხაზიშვილი — ქართველი სამხედრო მოღვაწე (დ. 1826)
- 1913 : ანტონ ფურცელაძე — ქართველი მწერალი (დ. 1839)
- 1954 ანრი მატისი — ფრანგი მხატვარი (დ. 1869)
- 1960 : ჰაროლდ სპენსერ ჯოუნზი — ინგლისელი ასტრონომი. (დ. 1890)
- 2003 : რასულ ჰამზათოვი — დაღესტნელი პოეტი. (დ. 1923)
- 2007 : ალექსანდრე დედიუშკო — თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (დ. 1962)
- 2009 :
- დოდო ჭიჭინაძე — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. (დ. 1924)
- კლოდ ლევი-სტროსი — ანთროპოლოგი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ილარიონ დიდი
- ფილოთეოზ ათონელი
- დასი, გაიოზი და ზოტიკე
- გადასვენება ნაწილთა წმიდისა ილარიონ მეგლინელისა (1206 წელი)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: