აგრონომია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აგრონომია (ძვ. ბერძნ. ἀγρόςმინდორი, νόμοςკანონი; სიტყვასიტყვით — მეცნიერება მემინდვრეობის კანონების შესახებ) — სასოფლო-სამეურნეო წარმოების მეცნიერული საფუძველი, სოფლის მეურნეობის ყველა დარგის ცოდნის ერთობლიობა. სასოფლო-სამეურნეო წარმოების თეორიისა და პრაქტიკის განვითარების შედეგად აგრონომიას გამოეყო, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია, ზოოტექნიკა, მეცნიერება სასოფლო-სამეურნეო მანქანების შესახებ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია და სხვა. აგრონომიის ცნებაში ამჟამად გულისხმობენ აგრონომიულ მეცნიერებათა კომპლექსსა და სასუფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის პრაქტიკულ ხერხებს (ზოგადი მიწათმოქმედება, აგროქიმია, აგროფიზიკა, მემცენარეობა, სელექცია, მეთესლეობა, ფიტოპათოლოგია, სასოფლო-სამეურნეო ენტომოლოგია, სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია და სხვა). მეცნიერული აგრონომია ემყარება ზოგად ბიოლოგიას, გენეტიკას, ნიადაგმცოდნეობას, მცენარეთა ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, მიკრობიოლოგიას, ბიოფიზიკას, სასოფლო-სამეურნეო მეტეოროლოგიას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. აგრონომია იყენებს ლაბორატორიულ და სავეგეტაციო მეთოდებს, საველე ცდას, აგრეთვე ნიადაგის, მცენარეულობის და ა. შ. საექსპედიციო გამოკვლევების შედეგებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]