თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი — ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს ქალაქ თელავში. ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრითაა დაშორებული. აეროპორტი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილებაშია. აეროპორტის გახსნის დღეს, Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით საჩვენებელი ფრენა გაიმართა. სულ, აეროპორტის ავიაპარკში 6 თვითმფრინავი და შვეულმფრენია. აეროპორტიდან რეგულარული რეისები 2016 წლის აპრილის მონაცემებით ჯერ არ ხორციელდება, თუმცა ადმინისტრაცია მზადაა მოთხოვნის შემთხვევაში შიდა და საერთაშორისო ჩარტერული რეისები განახორციელოს.[1]
აეროპორტში, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენო მომზადებას გაივლიან. აეროპორტს გააჩნია სანავიგაციო კოშკურა, მგზავრების განყოფილება და საერთო საცხოვრებელი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალისთვის.[1]