ქართლ-კახეთის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლ-კახეთის სამეფო
გუბერნია

Coat of arms of Kartli Georgia1.png
 
Flag of Kingdom of Kakheti.svg
17621801 Flag of None.svg
Coat of arms of Kingdom of Kartli-Kakheti.svg
გერბი
Kingdom of Kartli-Kakheti in the Map of Caucasus with the borders 1801-1813.png
ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია 1801 წელს რუსეთთან შეერთებისას
დედაქალაქი ტფილისი

ქართლ-კახეთის სამეფოქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანების შედეგად შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო 1762-1801 წლებში.

ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ მისი ძე, კახეთის მეფე ერეკლე II, შეერთებული ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მეფე გახდა.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მომენტში მისი მოხარკენი იყვნენ განჯის, ერევნისა და ნახჭევანის სახანოები. ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა დვალეთი, ხევი, მთიულეთი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, შიდა ქართლი, თრიალეთი, სომხითი, კახეთი (მტკვარ-ალაზნის შესართავამდე და ჭარ-ბელაქანის გამოკლებით), ასევე ყაზახისა, ბორჩალოს, შამშადილის ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ. 1801 წლის 12 სექტემბრიდან ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმნდა და მის ტერიტორიაზე წარმოიქმნა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული — საქართველოს გუბერნია.

ქართლ-კახეთის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]