თელავის ეკლესია (ქართველების სასაფლაო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თელავის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თელავში დგას ე. წ. ქართველების სასაფლაოზე თარიღდება XIX საუკუნით. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ და დასავლეთ კედლები აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლები მიწის პირამდეა დანგრეული.

დასავლეთის კედლის შუაში შესასვლელია, მას ზემოთ კი ფართო სარკმელი, ორივე ნახევარწრიული თაღითა დასრულებული. შიგნით შესასვლელი თარაზულად, ხის ძვლითა გადახურული, დასავლეთის სარკმლის გარდა, სამი მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშიცაა. სამხრეთ კედელზე გამოოყვანილია ოთხი მარტივი პილასტრი თითო-თითო კიდეებში, ხოლო ორი მათ შორის, რომლებიც კედლის სიბრტყეს სამ თანაბარ ნაწილად ყოფენ. პილასტრები დასრულებულია სწორხაზოვანი პროფილის კაპიტელებით. პილასტრებზე გადაყვანილი იყო საბჯენი თაღები. დასავლეთის კედლის მიმდებარე თაღის შეორჩენილი ნაწილიდან ჩანს, რომ თაღებსაც და კამარასაც ნახევარწრიული მოხაზულობა ჰქონდა. ეკლესიის შემორჩენილი კედლები, გარედან დანაწევრებულია საფეხურით შეღრმავებული, ვიწრო, მაღალი, ნახევარწრიულთავიანი თაღებით. სამხრეთ ფასადზე სამი ასეთი თაღია, დასავლეთ ფასადზე კი ორი. სამხრეთ ფასადის სამივე თაღში სარკმლის ღიობი გამოდის. დასავლეთ ფასადზე არსებული თაღები კი ყრუა ისინი, ვიწრო ზოლით, სიმაღლეში ორ არათანაბარ არის გაყოფილი. მათ შორის ზედა, რომელიც ქვედა ნაწილთან შედარებით უფრო დაბალია გლუვია, ქვედა ნაწილში კი ერთი საპირშემოვლებული, წრიული ნიშაა.ფასადის შუა ნაწილში, მთელ სიმაღლეზე, გამოყვანილია ფრონტონით დასრულებული მძლავრი, შვერილის ზედა ნაწილის ზედაპირი ერთიანია. ამ ნაწილს ცენტრში საფეხურებიან კვარცხლბეკზე აღმართული, შეღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა, რომლის სამივე მკლავის ბოლოსთან თითო საპირეშემოვლებული, წრიული ნიშაა ქვედა ნიშები მკლავის ქვემოთაა მოთავსებული, ხოლო ზედა მკლავის ასწვრივ, ფრონტონის წვერში ჯვარიც და ფასადის ყველა ნიშა წითლადა შეღებილი. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის თითოეული საფეხური ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის თითო რიგითაა გამოყვანილი ლავგარდანი ყველაზე მეტად დასავლეთის ფასადს შემორჩა.

სამრეკლო ხუთწახნაგა, დგას ოთხკუთხა, ორსაფეხურიან კვარცხლბეკზე. ხუთივე წახნაგი ნახევარწრიული თაღითაა გახსნილი, რომლებიც გადაყვანილია კუთხეებში მდგარ სვეტებზე. სამრეკლო დასრულებულია ხერხულა ლავგარდნით გადახურულია პირამიდული ფორმის ხუთწახნაგა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]