შინაარსზე გადასვლა

საქართველოს მუნიციპალიტეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველო
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : მიხეილ ყაველაშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს მუნიციპალიტეტები — თვითმმართველი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები საქართველოში.

მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი ერთეული საქართველოში, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით 69 მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც წარმოადგენენ დე-ფაქტო ერთეულებს.

საქართველოს 69 მუნიციპალიტეტიდან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 5 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) მუნიციპალიტეტია, თუმცა მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მართვის ოპტიმიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტი იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა, თვითმმართველ ქალაქში კი ის დასახლების ნაწილია.

მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია დედაქალაქი თბილისი. ხუთი მუნიციპალიტეტი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 58 ათას ადამიანს, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი მაჩვენებელია. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ შტოს ხელმძღვანელობს მერი. მერი და საკრებულო ირჩევა მოსახლეობის მიერ 4 წლის ვადით.

რაიონები შეიქმნა 1929-1930 წლებში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე მანამდე არსებული მაზრების დაშლის შედეგად. 1991-2006 წლებში საქართველოს რაიონები იმართებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირის, ჯერ პრეფექტის, შემდეგში გამგებლის მეშვეობით. რაიონის ფარგლებში 1998-2006 წლებში არსებობდა კიდევ ერთი სუბ-ნაციონალური დონე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდებოდა. თვითმმართველ ერთეულებს წარმოადგენდნენ სოფელი, თემი, დაბა და ქალაქი (გარდა ხუთი ე.წ. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა) და მათი რაოდენობა შეადგენდა 1004 ერთეულს. 2005 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული იყო პროექტი, რომელიც საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობის შემოღებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით უნდა შექმნილიყო 298 ქალაქი და თემი და 13 მხარე. [1] პროექტი არ იქნა მიღებული, მის ნაცვლად განხორციელდა არსებული ერთეულების გამსხვილება, გაუქმდა ქვედა დონე, რაიონებს ეწოდა მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა შემოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის დონეზე. 2006 წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები მუნიციპალურ დონეზე, სადაც არჩეულ იქნენ მუნიციპალიტეტების საკრებულოები. 2010 წელს ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მინიმუმ 59 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას, თუმცა საბოლოოდ შეიქმნა მხოლოდ შვიდი ახალი მუნიციპალიტეტი, ქალაქები თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი. 2014 წელს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში პირველად იქნენ არჩეული მუნიციპალიტეტების მერები პირდაპირი წესით. 2017 წელს ახლადშექმნილი 7 მუნიციპალიტეტი გაუქმდა.[2].

მუნიციპალიტეტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს, რაიონების მუნიციპალიტეტებად ჩამოყალიბების დროს, საქართველოს იურისდიქცია ფაქტობრივად ვრცელდებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების მხოლოდ მცირე ნაწილზე. ამ ტერიტორიებზე შეიქმნა აჟარის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტები.[3] საქართველოს იურისდიქციის მიღმა მყოფი ყოფილი რაიონების (გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, სოხუმის, ზნაურის, ცხინვალისა და ჯავის) დანარჩენ ტერიტორიებზე საკითხის გადაწყვეტა გადაიდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომი მომენტისთვის.[4]

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა მოახდინა თიღვის, ქურთის, ერედვის და ახალგორის მუნიციპალიტეტების,[5]: ასევე აჟარის მუნიციპალიტეტის ოკუპაცია. ამჟამად 5 ოკუპირებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს თბილისში.

მუნიციპალიტეტების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელწოდებაადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(ადამიანი)
(აღწერა 2014)[6]
მოსახლეობა
(ათასი ადამიანი)
(შეფასება, 2020)[7]
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ადამ/კმ², 2014)
თვითმმართველი ქალაქები
თბილისითბილისი504,211087171184,82198,8
ბათუმიბათუმი82,3152839189,11857,1
ქუთაისიქუთაისი67,7147635135,22180,7
რუსთავირუსთავი60,6125103128,72064,4
ფოთი ფოთი 65,8 4146541,5 630,2
თვითმმართველი თემები
გორის მუნიციპალიტეტიგორი1352,2125692121,193
ზუგდიდის მუნიციპალიტეტიზუგდიდი692,0105509100,2152,5
მარნეულის მუნიციპალიტეტიმარნეული935,5104300107,2111,5
გარდაბნის მუნიციპალიტეტიგარდაბანი1212,28187680,467,5
ქობულეთის მუნიციპალიტეტიქობულეთი711,37479472,2105,2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტიოზურგეთი675,06286359,993,13
თელავის მუნიციპალიტეტითელავი1094,558350‬55,360
ზესტაფონის მუნიციპალიტეტიზესტაფონი423,7 5762855,5136
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიწყალტუბო700,15688347,981,2
მცხეთის მუნიციპალიტეტიმცხეთა636,555651‬53,287,4
გურჯაანის მუნიციპალიტეტიგურჯაანი846,05433752,164,2
ბოლნისის მუნიციპალიტეტიბოლნისი804,05359055,666,7
ხაშურის მუნიციპალიტეტიხაშური585,25260351,389,9
საგარეჯოს მუნიციპალიტეტისაგარეჯო1553,75176152,233,3
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიბათუმი356,45118952,6143,6
სამტრედიის მუნიციპალიტეტისამტრედია364,14856244,0133,4
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიახალქალაქი1235,04507041,536,5
კასპის მუნიციპალიტეტიკასპი803,24377142,054,5
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტილაგოდეხი890,24167841,146,8
ქარელის მუნიციპალიტეტიქარელი687,74131640,860,1
ჭიათურის მუნიციპალიტეტიჭიათურა540,03988438,673,9
სენაკის მუნიციპალიტეტისენაკი520,73965235,076,2
ახალციხის მუნიციპალიტეტიახალციხე1010,33889539,438,5
საჩხერის მუნიციპალიტეტისაჩხერე768,5[]3777535,349,2
თერჯოლის მუნიციპალიტეტითერჯოლა357,03556331,999,4
მარტვილის მუნიციპალიტეტიმარტვილი880,63346331,838
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტილანჩხუთი533,13148630,259,1
ახმეტის მუნიციპალიტეტიახმეტა2207,63146128,914,3
ხობის მუნიციპალიტეტიხობი676,03054828,245,2
სიღნაღის მუნიციპალიტეტისიღნაღი1251,02994829,323,9
ყვარლის მუნიციპალიტეტიყვარელი1000,02982730,329,8
წალენჯიხის მუნიციპალიტეტიწალენჯიხა646,72615823,740,4
დუშეთის მუნიციპალიტეტიდუშეთი2981,52565926,28,6
ბორჯომის მუნიციპალიტეტიბორჯომი1189,02521425,021,2
ვანის მუნიციპალიტეტივანი557,02451221,644
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტინინოწმინდა1354,02449119,618,1
ხონის მუნიციპალიტეტიხონი428,52357021,455
ხულოს მუნიციპალიტეტიხულო710,02332726,332,9
აბაშის მუნიციპალიტეტიაბაშა322,52234119,969,3
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიჩხოროწყუ619,42230921,536
ბაღდათის მუნიციპალიტეტიბაღდათი815,42158218,726,5
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდედოფლისწყარო2532,02122120,88,4
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტითეთრიწყარო1174,52112722,218
ტყიბულის მუნიციპალიტეტიტყიბული478,82083918,243,5
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიხარაგაული913,91947318,721,3
დმანისის მუნიციპალიტეტიდმანისი1198,81914120,616
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიჩოხატაური825,11900118,023
წალკის მუნიციპალიტეტიწალკა1050,61884919,517,9
ქედის მუნიციპალიტეტიქედა452,01676016,837,1
ადიგენის მუნიციპალიტეტიადიგენი799,61646216,120,6
შუახევის მუნიციპალიტეტიშუახევი588,01504415,025,6
ამბროლაურის მუნიციპალიტეტიამბროლაური1142,01118610,59,8
ცაგერის მუნიციპალიტეტიცაგერი754,0103878,813,8
ასპინძის მუნიციპალიტეტიასპინძა825,01037210,512,6
თიანეთის მუნიციპალიტეტითიანეთი906,3946810,210,4
მესტიის მუნიციპალიტეტიმესტია3044,593169,43,1
ონის მუნიციპალიტეტიონი1360,0[] 61305,74,5
ლენტეხის მუნიციპალიტეტილენტეხი1344,043864,13,3
ყაზბეგის მუნიციპალიტეტისტეფანწმინდა1081,737953,83,5
რუსეთის მიერ ოკუპირებული მუნიციპალიტეტები
სახელწოდება ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი (კმ²) მოსახლეობა (2002)[8] მოსახლეობა (ბოლო)[9][10][] მოსახლეობის სიმჭიდროვე

(ადამ/კმ²)

აჟარის მუნიციპალიტეტი აჟარა 87,7 1956 196 2,2
ახალგორის მუნიციპალიტეტი ახალგორი 1011 7703 4,2 4,1
თიღვის მუნიციპალიტეტი ავნევი 406 1591 4,5 11,1
ერედვის მუნიციპალიტეტი ერედვი 8334 3,8
ქურთის მუნიციპალიტეტი ქურთა 7323 4,0
შენიშვნები
  1. ყოფილი სინაგურის სასოფლო საბჭოს ტერიტორიასთან ერთად — 973,0. ეს ტერიტორია 1991 წელს ჯავის რაიონს ჩამოაჭრეს და საჩხერის რაიონს მიუერთეს.
  2. ყოფილ კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოებთან ერთად — 1712,0 ეს ტერიტორია 1991 წელს ჩამოეჭრა ჯავის რაიონს და მიუერთდა ონისას.
  3. სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებული უკანასკნელი აღწერების თანახმად (2011 — აფხაზეთში, 2015 — ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში).
  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. შერგელაშვილი, თ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კონცეპტუალური მოდელი, თბილისი, 2005
  2. 2014 – 2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები
  3. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, მუხლი 64, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „გ“.
  4. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, მუხლი 64, პუნქტი 3.
  5. საქართველოს შეცვლილი საზღვრები ოკუპაციის შემდეგ — idfi.ge
  6. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  7. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 2021-01-29.
  8. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  9. И.Р. Тибилов, Т.В. Базаев, Р.Р. Зассеева, М.Э. Пухаева, А.В. Сиукаева, М.Х. Гучмазова. (2016)Перепись Южной Осетии за 2015 год. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2020.
  10. Гулрыпшский район 2011 г.. ethno-kavkaz.narod.ru. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2020.