თელავის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთისმშობლის ეკლესია

თელავის ღვთისმშობლის ეკლესია ― არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში. თარიღდება XIX საუკუნით, ამჟამად მოქმედია.

ეკლესია გუმბათოვანია, სწორკუთხედში ჩახაზული ჯვრის ტიპის. ნაშენია აგურით, შიგნიდან შელესილია, ხოლო გარედან შეთეთრებული. შიდა სივრცეში ჯვრის სახეს ქმნის ოთხი კამაროვანი მკლავი, რომელთა თავშეყრის ადგილას აღმართულია მაღალი, თორმეტსარკმლიანი გუმბათი გუმბათი კვადრატულად კვეთს ოთახს, თავისუფლად მდგომ ბურჯზე გადაყვანილ თაღებზეა დაყრდნობილი და გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად, ეკლესიის კომპოზიციურ ცენტრს ქმნის. აღმოსავლეთ მკლავი დანარჩენ მკლავებთან შედარებით, უფრო გრძელია და საკურთხევლის აფსიდითაა დასრულებული დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა, თითქმის თანაბარი სიგძისა შიდა სივრცის ოთხივე კუთხეში, ჯვრის მკლავვებთან შედაარებით, გაცილებით დაბალი, კამაროვანი სივრცეა, რომელიც შესაბამისი მკლავების მხარეს თითო, განიერი თაღით არის გახსნილი. ყველა საბჯენი თაღი და კამარა შეისრული ფორმისაა. გუმბათქვეშა კვადრატდან გუბათის ყელის წრიულ საფუძლველზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. შესასვლელი სამია - სამხრეთ, დასავლეთ და ცრდილოეთ მკლავების ღერძებზე სამივე კარი შეისრულთაღოვანია და შიგნითკენ თანდათან ფართოვდება. საკურთხევლის აფსიდი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. აფსიდის ცენტრში ერთიმეორეს ზემოთ, ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მათ შორის ქვედა მოგვიანებიტ ამოუშენებიათ და სიმაღლესი მნიშვნელოვნად დაუდაბლებიათ. აფსიდის ორივე გვერდში თითო ნისაა.

საკურთხევლის გვერდებზე, ორ სართულად, გეგმით თითქმის კვადრატული კამაროვანი სადგომებია განლაგებული. ქვედა სართულების სადგომები - სამკვეთილი და სადიაკნე, ეკლესისს ძირითად სივრცეს დასავლეთ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება. სამკვეთლო, განიერი, თაღოვანი გასასვლელით, საკურთხეველთანაცაა დაკავშირებული. გასასვლელის აღმოსავლეთ წერთილში კიბე იწყება. კიბე მეორე სართულის სადგომებში ადის, იქიდან კი კედელში დატანებული ვიწრო სასვლელებით, შესაძლებელია კონქის და კამარის თავზე არსებულ სამალავებში მოხვედრა. ორივე სათავსოს აღმოსავლეთ კედელში თითო ფართო, მაღალი, თაღოვანი სარკმელია. თითო, ოღონდ მრგვალი სარკმელი ზედა სართულის სადგომების აღმოსავლეთ კედელშიცაა. კიდევ ორი მაგრამ ოდნავ განიერი კიბე დასავლეთი კედლის ბოლოებშია მოწყობილი. ორივე კიბე ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ადრე არსებული ხის პატრონიკზე ადიოდა. აქედან კი, დასავლეთ კედლის სისქეში მოწყობილი კიბის მეშვეობით, დასავლეთ კედელზე დაშენებულ სამრეკლოს უკავშირდება. შიდა სივრცე კარგადაა განათებული. გუმბათის სარკმელების გარდა, თითო თაღოვანი სარკმელი, ჯვრის სამივე მკლავში, შესასვლელის ასწვრივაა გაჭრილი. თითოც - კუთხის სივრცეების კედლებშია. ყველა სარკმლის ტაღი ნახევარწრიულია. გუმბათის ნახევარსფერო, ყელი და აფრები მოხატულია XIX საუკუნეში. ეკლესიის შიდა სივრცის შესატყვისია მისი გარე ფორმები. ფასადებზე ჯვრის მკლავები სიმაღლითა და დამრეცი ფრონტონითაა გამოყოფილი, რომლებსაც ორივე მხარეს, ოდნავ დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული, გვერდითი სადგომები ეკვრის. ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტებია ლეკალური აგურით გამოყვანილი, კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი, სწორკუთხა ბაზისებზე დაყრდნობილი თაღები, რომლებიც ფასადების

აღნაგობის შესაბამისად, სხვადასხვა სიმაღლისაა, ესეიგი ჯვრის მკლავების სიბრტყეზე გამოყვანილი თაღები უფრო მაღალია, ვიდრე გვერდითი ნაწილებისა. ამასთან ერთად, ცენტრალურ თაღებში ჩასმულია რამდენიმე უფრო მომცრო თაღი, რომელიც სიმაღლეში ორ ტოლ, თაღოვან არედ არის გაყოფილი. აღმოსავლეთ ფასადზე ორივე თაღში, საკურთხევლის სარკმელები გამოდის, დანარჩენ ფასადებზე კი - ზედა თაღში სარკმელია მოტავსებული, ხოლო ქვედაში შესასვლელი. ოთხივე ფასადზე ცენტრალურ თაღზე მარალი, წყობიდან შვერილი, აგურებით გამოყვანილი ჯვარი, რომელთა ფორმა განივ და გრძივ ფასადებზე ერთმანეთისგან განსხვავებუია. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, ცენტრალური თაღის გვერდებზე, ბევრად უფრო დაბალი თითო თაღია. აღმოსავლეთ ფასადის თაღებში, შიდა გეგმარების შესაბამისად, სამკვეთლოსა და სადიაკვნის სარკმელია მოთავსებული, დასავლეთ ფასადზე კი პატრონიკზე ასასვლელი კიბეების გასანათებელი სარკმელები. აღმოსავლეთ თაღების ზემოთ მეორე სართულის სადგომების - სამალავების თითო, ლივსემოვლებული, მრგვალი სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელია ცენტრალური თაღის გვერდების ასწვრივაც, თაღის წვერის დონეზე. ისინი კონქისა და კამარის თავზე არსებულ სივრცეებს აშუქებდნენ. ამ სივრცეების გასაშუქებლად, მსგავსი სარკმელები ოთხივე მკლავის გვერდით კედლებშიცაა მოწყობილი. გრძივ ფასადებზე ცენტრალური თაღის გვერდებზე, განივ ფასადებზე არსებული თაღების სიმაღლის, მაგრამ გაცილებით ვიწრო თაღებია განლაგებული - აღმოსავლეთით ოთხ-ოთხი, ხოლო დასავლეთით სამ-სამი. ორივე ფასადზე, ორ თაღში, კუთის სივრცეების სარკმელებია მოქცეული, დანარჩენები კი ცრუ სარკმელებითაა აღჭურვილი. ყველა სარკმელს ლეკალური აგურით ნაწყობი ლივლი ევლება. შენობის კედლები დასრულებულია მაღალი, მრუდხაზოვანი პროფილის ლავგარდნით. თორმეტწახნაგა გუმბათის ყელი ლივლებით, თაღებით, მცირე შეღრმავებული ჯვრებითა და სხვადასხვა გეომეტრიული ელემენტებითაა მორთული. ყოველ წიბოს, მთელ სიმაღლეზე, ლივლი აუყვება. თითოეულ წახნაგში, თითქმის მთელ სიმაღლეზე თითო თაღია, რომელსაც პატარა შეღრმავებული ჯვარი ადგას. წახნაგის ღერძზე მაღალი, ლილვშემოვლებული, თაღოვანი სარკმელია. ამ არის ზემოთ, ორ ჰორიზონტალურ ლივლივს შორის მოქცეული სწორკუთხა არეა, რომელშიც ორმწკრივად განლაგებული, ერთმანეთზე გადაბმული რომბებია გამოყვანილი. ლილვებიც და თაღებიც დაყრდნობილია მაღალ სარტყელზე, რომელიც შედგენილია, ორი ლივლითა და მათ შორის მოქცეული, შეღრმავებული, მომრგვალებულთავიანი, ოთკუთხედების მწკრივით გაფორმებული, შვეული სიბრტყისგან. გუმბათის ყელი ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდნითაა დასრულებული. გუმბათი გადახურულია თუნუქის თორმეტწახნაგა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]