როსტომის აბანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როსტომის აბანოარქიტექტურული ძეგლი თელავში გვირაბის ქუჩაზე (№ 35). თარიღდება XVII საუკუნით.

ამჟამად ძლიერაა სახეშეცვლილი. შემორჩენილია კვადრატული აგურითა და რიყის ქვით ნაგები კედლების ნაწილები. XX საუკუნის 70-იან წლებში მთავარი ფასადი ტუფის ფილებით მოუპირკეთებიათ და ფართო, ნახევარწრიული თაღებით დაუნაწევრებიათ. ფასადი დასრულებულია მრუდხაზოვანი პროფილის (თარო, წრეთარგი და ლილვი) მაღალი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8