თელავის ჭიშკარი (თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის ჭიშკარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს თელავის ცენტრალურ ნაწილში, თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩაზე (№ 10), სავარაუდოდ თარიღდება XVIII საუკუნით.

ჭიშკარი მოგრძო, მაღალი ნაგებობაა, რომლის ცენტრში ფართო, შეისრულთაღოვანი გასასვლელია მოწყობილი, გვერდით ნაწილებში კი, მიწიდან ოთხმოციოდე სანტიმეტრის სიმაღლეზე, თითო ვიწრო, მაღალი, შეისრულთაღოვანი ნიშაა. თაღში ჩადგმულია ხის დაბალი, ორფრთიანი კარი (გვიანდელია). ცენტრალურ ნაწილი, გვერდით ნაწილებთან შედარებით, ბევრად უფრო (დაახლოებით ოთხჯერ) განიერია და ქუჩის მხრიდან, გვერდებზე, თითო სადა პილასტრი აუყვება. თითო ანალოგიური პილასტრი ჭიშკრის ორივე კიდეშიცაა. ეზოს მხრიდან კედლის ზედაპირი ერთიანია, დაუნაწევრებელი. გარედან ნიშნების ქვემოთ და ზემოთ, ასევე, გასასვლელის თაღის გვერდებზე არსებული კედლის სიბრტყეები აგურის ფიგურული წყობითაა გამოყვანილი. ნაგებობა გადახურულია ღარისებრი კრამიტის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]