გულგულა
სოფელი | |||
---|---|---|---|
გულგულა | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | კახეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | გულგულა | ||
კოორდინატები | 41°58′08″ ჩ. გ. 45°28′31″ ა. გ. / 41.96889° ჩ. გ. 45.47528° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 425 მ | ||
მოსახლეობა | 1108[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | ქრისტიანები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
გულგულა — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 425 მეტრი, თელავიდან 6 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1108 ადამიანი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ტერიტორია დასახლებული იყო გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან, რასაც ადასტურებს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ე. წ. ოლიების ტყეში გამოვლენილი სამაროვანი, რომელიც გაითხარა 1956-1972. 29 ორმოსამარხში აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის სიმრავლე მიანიშნებს, რომ მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო მეთუნეობა უნდა ყოფილიყო. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ე. წ. სათვალისწყალზე გაითხარა 20 ორმოსამარხი, რომლებიც არქეოლოგიური მასალის ზოგიერთი თავისებურებით რამდენადმე ადრეული ჩანს.
გეოგრაფიულ პუნქტ გულგულას იხსენიებს „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“, რომლის მიხედვით, ზოგიერთი მოსაზრებით, ამ ადგილს ადრე ტყე-ტბა ერქვა. ტყე-ტბა ჰერეთისა და კახეთის სასაზღვრო ადგილზე მდებარეობდა.
1906 წლის 8 იანვარს სოფელში დაარსდა კომუნა, რომელიც ლევ ტოლსტოის იდეების მიმდევარმა ივანე კოლელიშვილმა დააარსა. მასში 190-დან 70 ოჯახი გაწევრიანდა, თუმცა მალე კომუნის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 100-120 კომლამდე. 1906 წლის 7 ოქტომბერს მთავრობამ კომუნა დაშლილად გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელი კოლელიშვილი კი დააპატიმრა და გადასახლება მიუსაჯა.[2]
სოფელში შემორჩენილია სხვადასხვა დროის არქიტექტურული ძეგლები: დიმიაანთ კოშკი (XVIII ს.), გვიანდელი შუა საუკუნეების კვირაცხოვლისა და ყველაწმიდის (განახლებულია XIX ს-ში) ეკლესიები, წმ. გიორგის ეკლესია (XVIII–XIX სს.).
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1252[3] |
2014 | 1108[1] ![]() |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 298.
- კახაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ ხვადაგიანი ი. „ სოფელ გულგულას კომუნა“, კრებული „ინიციატივა ცვლილებებისთვის“ გვ. 22-35 — თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-8204-7
- ↑ 2002 წლის აღწერის მონაცემები
|