თელავის დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი — ქართული დრამატული თეატრი. პირველი წარმოდგენები თელავში მეფე ერეკლეს დროს იმართებოდა. სპექტაკლების ჩვენება განახლდა XIX საუკუნის II ნახევარში. 1866 პირველ სპექტკლად უჩვენეს გ. ერისთავის "გაყრა". იმავე წელს დაიდგა ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში". რევოლუციამდე თეალავის თეატრში გამოდიოდნენ ქართული სცენის გამოჩენილი ოსტატები ნ. გაბუნია-ცაგარელი, მ. საფაროვა-აბაშიძე, ნ. ჩხეიძე, ლ. ალექსი-მესხიშვილი, ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, ა. იმედაშვილი და სხვა. პროფესიული თეატრი თელავში გაიხსნა 1931-1932 სეზონში. ხელმძღვანელად რეჟისორი ვ. გარიკი (ვაჩნაძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]