ბატონის ციხის სადროშე
ბატონის ციხის სადროშე — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს თელავის ცენტრალურ ნაწილში „ბატონის ციხის“ კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთით, ასიოდე მეტრის მანძილზე. სავარაუდოდ თარიღდება XVIII საუკუნით. 1980 წლიდან იგი, ამ ადგილას აგებული, თელავის დრამატული თეატრის შენობის ინტერიერში იყო მოქცეული. ესაა გეგმით სწორკუთხა შემაღლებული პროპორციების მქონე ნაგებობა, რომლის სიმაღლეშიც ორ თანაბარ, ერთმანეთისგან ქრონოლოგიურად განსხვავებულ ნაწილად იყოფა. ორივე ნაწილი ერთგვარი საშენი მასალითაა ნაგები და ერთმანეთთან ისეა შეხამებული, რომ მათ შორის საზღვარი თითქმის შეუმჩნეველია, ნაგებობის ქვედა ნახევარი ეკლესია-სამლოცველოა. ზედა კი საბრძოლო ელემენტებით აღჭურვილი და თავდაცვითი სადგომია. ძველი ნაშენი სწორ რიგებადა ჩაწყობილი, წვრილი რიყის ქვით. კარ-სარკმლების გამოსაყვანად კონსტრუქციულ ელემენტებში, კუთხეებსა და ალაგ-ალაგ კედლებში გამოყენებულია კვადრატული აგური.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 83.