თელავის მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თელავის მარანი — არქიტექტურული ძეგლი თელავში, დგას ნადიკვირის ჩიხში (№ 13), აგებულია XVIII საუკუნეში. ეკუთვნოდა თავად ვახვახიშვილებს.

მარნის დარბაზული სივრცე თავისი ზომებით და კედლის განსაკუთრებული, ოსტატური წყობით, გამორჩეულია დღემდე ცნობილი ამგვარი ნაგებობებს შორის. მარნის ძირითადი ნაწილი ნალისებრი კამარითა გადახურული, ხოლო შესასვლელი გვირაბები ოდნავ შეისრული კამარით მარნის კედლებზე შემორჩენილია ძველი ნიშნები და თახჩები გარდა ამისა, მარვლად არის საბჭოთა პერიოდში ჩატარებული რეკონსტრუქციის დროინდელი ელემენტებიც.

ლიტერაუტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]