ქვემო ხოდაშენი
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვემო ხოდაშენი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | კახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ქვემო ხოდაშენი |
| კოორდინატები | 41°53′09″ ჩ. გ. 45°35′13″ ა. გ. / 41.88583° ჩ. გ. 45.58694° ა. გ. |
| ფართობი | 1,698 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 460 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 1277[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ქვემო ხოდაშენი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული (კახეთის მხარე).
მდებარეობს მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 460 მ-ზე, თელავიდან 11 კმ-ში. ქვემო ხოდაშენი ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება სოფელ წინანდალი (გამოყოფილია დოლიაურის ხევით), სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბუშეტს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო ხოდაშენი იხსენიება XVIII საუკუნის ისტორიულ საბუთებში, ასევე დასახელებულია იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ შუამთის სოფლებს შორის.[2] სოფელი სავარაუდოდ წარმოიშვა ხოდაშნიდან მოსახლეობის ნაწილის (ახლანდ. ზემო ხოდაშენი, ახმეტის მუნიციპალიტეტი) ბუშეტის ჩრდილოეთით გადმოსახლების შედეგად.[3]
სოფლის ტერიტორიაზე 1932 წელს შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ხელადა, რომელიც თეთრი საღებავის სარტყლებით იყო შემკული (თარიღდება ძვ. წ. I – ახ. წ. I სს-ით, ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი).[4] ადგილ გულიაურში 1953 წელს ნაპოვნია იოანე II-ის (ზეობდა 1118-1143 წლებში) ბიზანტიური ოქროს მონეტა (ინახება თელავის ისტორიული მუზეუმში).[5]
კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო ხოდაშნის ცენტრში დგას VIII-IX საუკუნეების „ამიდასტურის“ ეკლესია (აღდგენილია 2007 წელს). სოფელსა და მის შემოგარენში ასევე შემორჩენილია XVIII საუკუნის ღვთისმშობლის, XVI-XVII საუკუნეების წმინდა გიორგის, განვითარებული შუა საუკუნეების ლაშარის, გვიანდელი შუა საუკუნეების აღდგომის, ამაღლების და ორმოცის ეკლესიები, სხვადასხვა დროის რამდენიმე ნაეკლესიარი, XVIII საუკუნის სანდრიაანთ ციხის ნანგრევები და სხვ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1273 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1908[6] | 1406 | ||
| 1911[7] | |||
| 2002 | |||
| 2014 | |||
| 2024[9] | 625 | 648 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამიდასტურის ეკლესია
- სანდრიაანთ ციხე
- ქვემო ხოდაშნის ამაღლების ეკლესია
- ქვემო ხოდაშნის აღდგომის ეკლესია
- ქვემო ხოდაშნის ლაშარის ეკლესია
- ქვემო ხოდაშნის მეოთხე ნაეკლესიარი
- ქვემო ხოდაშნის მეორე ნაეკლესიარი
- ქვემო ხოდაშნის მესამე ნაეკლესიარი
- ქვემო ხოდაშნის მეხუთე ნაეკლესიარი
- ქვემო ხოდაშნის მცირე ეკლესია
- ქვემო ხოდაშნის ნადარბაზევი
- ქვემო ხოდაშნის ორმოცის ეკლესია
- ქვემო ხოდაშნის პირველი ნაეკლესიარი
- ქვემო ხოდაშნის ღვთისმშობლის ეკლესია
- ქვემო ხოდაშნის წმინდა გიორგის ეკლესია
- წივილაშვილების სახლი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 517.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ ბაგრატიონი იოანე, ქართლ-კახეთის აღწერა (ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თინა ენუქიძემ და გურამ ბედოშვილმა), თბ, 1986. — გვ. 68.
- ↑ ქოქიაშვილი გ., შუამთის ქვეყანა, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ №127, 2016. — გვ. 5.
- ↑ ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 642-643, თბ., 2013 წელი.
- ↑ აბრამიშვილი თ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები, თბ., 1965. — გვ. 135.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 398.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 217.
- ↑ 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024. საქსტატი (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2026.
| ||||||||||