ლაფანყური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ლაფანყური
ლაფანყური 003.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთი
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი ნაფარეული
კოორდინატები 42°03′43″ ჩ. გ. 45°35′28″ ა. გ. / 42.06194° ჩ. გ. 45.59111° ა. გ. / 42.06194; 45.59111
დაარსდა 1905 – 1908
ცენტრის სიმაღლე ზ.დ. 500 – 600
კლიმატის ტიპი ხასიათდება კონტინენტური თავისებურებებით. იანვრის საშუალო ტემერატურა 0°C-ია, ხოლო ივლისის +20°C.
ოფიციალური ენა ქართული
მოსახლეობა 904 კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლაფანყური (საქართველო)
Red pog.svg
ლაფანყური (კახეთის მხარე)
Red pog.png

ლაფანყურისოფელი თელავის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობა[რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ლოპოტის მარცხენა სანაპიროზე. ხეობა სამი მხრიდან გარშემორტყმულია კახეთის კავკასიონის მთებით. ეს მთებია: დიდი მუხაციხე, პატარა მუხაციხე, სასანთლე, ნაყოროღალი, დიდი და პატარა ანდარეზა და სხვა. ხეობის სიმაღლე მერყეობს ზ.დ. 500 – 3000 მ-ის ფარგლებში. ხეობის უმაღლესი მწვერვალია მთა დიდი ანდარეზანი, რომლის სიმაღლეა ზ.დ. 3038 მეტრი.

ისტორია[რედაქტირება]

სოფლის გარშემო უხვად მოიპოვება უძველესი და უტყუარი ნაშთები იმისა, რომ ლოპოტის ხეობაში, თითქმის ალპურ ზონამდე შორეულ წარსულში ხალხი ცხოვრობდა. ხეობის სიღრმეში მდებარეობს ადგილები, რომელთა სახელები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ისინი ოდესღაც დასახლებული პუნქტები ყოფილა და არა უბრალო გეოგრაფიული ადგილები:

  • სასანთლე,
  • მუხაციხე,
  • ნაკალოვარი,
  • ჩხინკური,
  • გონჯახევი,
  • ნამარნევის გორი,
  • ტორნისი,
  • ჭურისხევი,
  • ნოსორნა (ეს უკანასკნელი ჩხინკურთან და მუხაციხესთან ერთად დაბის ტიპის დასახლება იყო).

თუმცა მასიურმა შემოსევებმა ლოპოტის ხეობის მოსახლეობა აიძულა, მიეტოვებინა სამოსახლო. დღევანდელი დასახლება მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, ძირითადად არაგვის და ივრის ფშავლებისაგან. ივრის ფშავლები კარგად იცნობდნენ ლოპოტის ხეობას, რადგან აქ აზამთრებდნენ მსხვილფეხა პირუტყვს.

ხვთისო ჩაქიაშვილს და ლეგა ნარუსლიშვილს მოსწონებიათ ეს ადგილი და გადაუწყვეტიათ მისი ყიდვა მუდმივ საცხოვრებლად, მაგრამ ორი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ამხელა თანხის გადახდა. 10 – 12 ოჯახი შეამხანაგებულა, უყიდია 40 ჰექტარი მიწა და 19081909 წლებში პირველი ჩამოსახლებაც დაწყებულა; მიწის ყიდვა-გაყიდვა 19061907 წლებში გაფორმებულა. თავდაპირველად შესყიდული მიწები სახნავ - სათესად გამოუსადეგარი იყო. მოსახლეობას უჭირდა მხოლოდ მესაქონლეობით თავის გატანა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სოფლიდან გაგზავნილმა სამკაციანმა დელეგაციამ (ხვთისო ჩაქიაშვილი, ბაბო გიგაური, ხვთისავარ გორთამაშვილი) მიმართა ახალ ხელისუფლებას, რათა მათთვის დაეთმოთ შედარებით დასავლეთით არსებული ტყით დაფარული ტერიტორია („დიდ ვაკე“). ფილიპე მახარაძემ გაკაფული ხე-ტყის სანაცვლოდ ფშავლებს უფლება მისცა ადგილი ეცვალათ. თანდათანობით მოსახლეობამ დასავლეთისაკენ ჩამოინაცვლა და თავდაპირველ ადგილს დაახლოებით 5 კმ-ით დაშორდა.

ტოპონიმიკა და დღევანდელობა[რედაქტირება]

სავარაუდოდ, სოფლის სახელი-„ლაფანყური“ მცენარე ლაფნის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ლოპოტის ხეობაში მხოლოდ სოფლის შემოგარენში გვხვდება. სოფელში დღეს 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. იგი თელავიდან დაშორებულია 36 კილომეტრით. ლაფანყურში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ეკლესია, სადაც წირვა ლოცვები ყოველთვიურად აღევლინება. მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა და, ასე თუ ისე, მეცხოველეობა წარმოადგენს. მცირე ფართობებზე გაშენებულია ვაზი და სხვა მრავალწლოვანი კულტურები. ეკონომიკური პრობლემების გამო, მოსახლეობა ემიგრირებს ქალაქის და სხვა ქვეყნების მიმართულებით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 904 ადამიანი[1].

გალერეა[რედაქტირება]

გალერეა

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი

სქოლიო[რედაქტირება]